თამაშგარე

15:44 | 27.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ იბრძვის, მესი ისვენებს

როდესაც კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ჩემიონატის ნახევარფინალისთვის ემზადება, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლაში მისი მთავარი მეტოქე, 25 წლის არგენტინელი ლიონელ მესი არდადეგებით ტკბება.
მესი მაიამის სანაპიროზე შენიშნეს. ლიონელმა საერთო სანაპიროზე გადაწყვიტა დასვენება, იქ, სადაც ადგილობრივები ბანაობენ და ირუჯებიან და არა VIP-პერსონებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, დამსვენებლებმა ვარსკვლავი შეამჩნიეს. მესისთან ჯერ არგენტინის მაისურში გამოწყობილმა ბიჭუნამ მიირბინა და ავტოგრაფი სთხოვა. სპორტსმენმა არ იუარა და პატარა გულშემატკივრის მკერდზე საკუთარი კვალი დატოვა, რის შემდეგაც საქმეს სუსტი სქესის წარმომადგენლები შეუდგნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ლეოსთან მიცურა და ავტოგრაფის დატოვება დასველებულ დღიურზე სთხოვა. სპორტსმენის სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ამ ფაქტმა დიდად გაახალისა.
თვითმხილველების თქმით, მესი სანაპიროს მარტო ეწვია, ამიტომ დამწვარ ზურგზე კრემის წასმა თავადვე მოუხდა. გოგონები კი, აღელვებულები შესცქეროდნენ, თუ როგორ იტარებდა ამ პროცედურას გაწითლებული ვარსკვლავი.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164307