თამაშგარე

20:19 | 18.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

რონალდოს მისი შვილის მსახიობობა უნდა

ბრაზილიური და მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს სურვილი აქვს, რომ მისი 3 წლის ქალიშვილი, მარი სოფი ცნობილი მსახიობი გახდეს. როგორც ფეხბურთელი ამბობს, მან და მისმა ცოლმა უკვე შეამჩნიეს, რომ პატარა გოგონას დიდი სამსახიობო ნიჭი გააჩნია და მათი ოჯახის სხვადასხვა ნაცნობებს საუბრისა და სიარულის მანერაში ისე ოსტატურად აჯავრებს, რომ ირგვლივ ყველა გაოცებაში მოჰყავს.
დიდი ფეხბურთელის ამჟამინდელი მეუღლე და პატარა მარი სოფის დედა, ყოფილი მოდელი, მარია ბეატრისი სრულიად იზიარებს ქმრის სურვილს და როგორც თავად ამბობს, რიო დე-ჟანეიროს სახელმწიფო ბანკში უკვე გახსნეს საბანკო ანგარიში სპეციალურად მარი სოფისათვის. სანამ გოგონა გაიზრდება ამ ანგარიშზე მისი მშობლები ფულს დააგროვებენ და შვილს შემდეგ ამ ფულით გაუშვებენ ამერიკაში სამსახიობო ხელოვნების შესასწავლად.
სხვათა შორის, ლუის რონალდოს თავადაც რამდენჯერმე ჰქონდა სხვადასხვა ფილმში მონაწილეობის შემთავაზება და ორ ფილმში უკვე მოასწრო თამაში. რამდენად კარგად მოირგო მსახიობის ამპლუა ბრაზილიის ნაკრების გოლეადორმა, ამას სამწუხაროდ ვერ გეტყვით, თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ მისი ქალიშვილი ისეთივე კარგი მსახიობი იქნება, როგორი ფეხბურთელიც რონალდო იყო. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091502