ფეხბურთი

11:34 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რომას” დროგბა სურს

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, იტალიური “რომა” შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. ფრანგული პრესის ცნობით, “ჯალოროსის” სტამბულის “გალათასარაის” ფორვარდი დიდიე დროგბა სურს.

კოტდივუარელის სამსახურით, პირადად რომაელთა თავკაცი რუდი გარსიაა დაინტერესებული. გარსიას სურს, რომ ვეტერანი მეგოლე თავის თანამემამულე ჟერვინიოს შეუწყვილოს. ამგვარად, დრობას სამი ვარიანტი აქვს: “გალათასარაისთან” კონტრაქტის გახანგრძლივება, “რომა” და “იუვენტუსი”.

აღსანიშნავია, რომ დროგბას “გალათასარაისთან” მოქმედი კონტრაქტი 30 ივლისს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

 

0.114667