ფეხბურთი

15:24 | 19.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" შაქირს არ ეშვება

იტალიურ "რომას", მიუნხენის "ბაიერნის" და შვეიცარიის ეროვნული ნაკრების შემტევის, ხერდან შაქირის შეძენის იმედი არ დაუკარგავს. იტალიური მედიის ცნობით, შვეიცარიელის სანაცვლოდ, "რომა" კვლავ 20 მილიონ ევროს იხდის.

ამჯერად, იტალიური პრესა ფეხბურთელის ყოველწლიურ ანაზღაურებას ახმაურებს _ 2.5 მილიონი ევრო. მიუხედავად, იტალიელების აქტიურობისა, "როკორდმაისტერთა" სპორტული დირექტორი მატიას ზამერი აცხადებს, რომ შაქირი "ბაიერნისთვის" სასარგებლო ფეხბურთელია და კლუბი მის გაყიდვას არ აპირებს.

მოგეხსენებათ, შემტევი ფეხბურთელისადმი ინტერესს "ლივერპულიც" იჩენს.

ბრაზილიაში დასრულებულ მუნდიალზე შაქირი აქტიური გახლდათ და "ჰონდურასის" წინააღმდეგ ჰეთრიკიც შეასრულა.

გიორგი ბალახაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.091835