25 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით პარიზის ბულონის ტყის კორტებზე საფრანგეთის ღია პირველობის მორიგი გათამაშება ჩატარდება. ტურნირის ორგანიზატორებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ საფრანგეთის წლევანდელ ღია პირველობაზე საპრიზო ფონდი შესამჩნევად გაიზრდება.
წლეულს მთლიანი საპრიზო ფონდი 25018900 ევროა, რაც წინა ტურნირთან შედარებით 3 მილიონით მეტია. ერთეულთა თანრიგში გამარჯვებულები 1650000 ევროს მიიღებენ, რაც შარშანდელ ფონდს 10 პროცენტით სჯობს.
ამასთან საშუალოდ 20-25 პროცენტით მეტს მიიღებენ ჩოგბურთელები, რომლებიც “როლან გაროსიდან” მეორე, მესამე და მეოთხე წრეებში გავარდებიან.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ღია პირველობისშარშანდელ ერთეულთა ფინალებში რაფა ნადალმა (თანამემამულე დავიდ ფერერს მოუგო) და სერენა უილიამსმა (მარია შარაპოვას სძლია) იმარჯვეს.