ესპანური საფეხბურთო კლუბის, ”მალაგას” ფეხბურთელს, სერხიო სანჩეს ორტეგას, როგორც იტყვიან, იმაზე მეტად გაუმართლა ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა და ამ ნაკლებად ცნობილი ესპანელი ფეხბურთელის მეუღლე, ისეთი ქალი ხდება, შურით მრავალთ რომ დააჭყეტინებს თვალს.
ესპანეთი ლამაზ ასულთა სიმრავლით რომ გამორჩეული ქვეყანაა, ამას რად უნდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რაოდენ ლამაზ ქალზეა საუბარი, როდესაც “მის ესპანეთზე” ვსაუბრობთ... სერხიოს მომავალი ცოლი “მის ესპანეთი 2006”, ელიზაბეტ რეიესი იქნება.
ელიზაბეტ რეიესთან ”მალაგას” ნაკლებ ცნობილ ფეხბურთელს რომანი უკვე მესამე წელია გაუბამს, თუმცა თუ მათი ეს ტრფობა ქორწინებამდე მივიდოდა – ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენდა. ქორწილი სავარაუდოდ ივნისში გაიმართება და იქ ბოროტი ჩურჩულები და ჭორები იქნება – დედა შვილს არ აიყვანს ხელში...







