ჰოლანდიური “ტვენტეს” ბულგარელი მეკარის, ნიკოლაი მიხაილოვის მეგობარ გოგონას, ფოლკმომღერალ ალისიას საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა არ უყვარს.
“რატომღაც ისე ხდება ხოლმე, რომ ამ დღესასწაულზე თავს ყოველთვის მარტოსულად ვგრძნობ”, – განაცხადა განაწყენებულმა ბულგარელმა ლამაზმანმა.
აღსანიშნავია, რომ ალისია სამშობლოში ნამდვილი ვარსკვლავია. ორიოდე დღის წინ, მას 29 წელი შეუსრულდა, მაგრამ დღესასწაული არ შედგა.
სამაგიეროდ, მიხაილოვმა შეყვარებულს ღირსეული ძღვენი უბოძა, თუმცა ალისია თავისი კავალერის საჩუქარს საიდუმლოდ ინახავს. “ეს ძალიან პირადულია, თანაც საჩუქრებით კვეხნა არ მიყვარს”, - აცხადებს გოგონა.
რუსუდან ჭუმბურიძე







