მეცნიერება და ტექნიკა წინ რომ მიდის, ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. უკანასკნელ პერიოდში ტექნიკურმა მიღწევებმა როგორც იტყვიან შეუქცევადი სახე მიიღო და ისეთ სფეროსაც კი გვარიანი კვალი დაამჩნია, როგორიც მაგალითად სპორტია.
დაახლოებითბ 10 წელზე მეტია, რაც იაპონელმა გამომგონებლებმა რობოტების ფეხბურთი შექმნეს და რკინის მანქანებს ბურთის გორება ასწავლეს. თუმცა, ეს პროექტი შემდგომ ერთ ადგილზე გაიყინა და რობოტები ბევრით არაფრით გაუმჯობესებულა.
ცოტა ხნის წინათ კი, ისევ იაპონიაში, ტექნიკური მეცნიერების პროფესორმა, ვინმე ანიუკო ონჯიმ, რობოტებს სპეციალური პროგრამა ჩაუტვირთა, რომლის გამოისობითაც, კონკრეტულ რობოტს თავისი ინდუვიდუალური სათამაშო სტილი ექნება. ეს მონაცემები მეცნიერმა რეალური ფეხბურთელებისაგან აიღო და დღეიდან სამყაროში არსებობენ რობოტები, რომლებიც მესის, რონალდუს, ინიესტასა და სხვა ცნობილი ფეხბურთელების მსგავსად თამაშობენ.







