“მილანის” თავდამსხმელმა რობინიომ “ვალენსიასთან” ჩატარებული და 2:1 მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ, იტალიელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ წინ კლუბთან ერთად ძალიან კარგი სეზონი ელის.
“ახალი სეზონი “მილანის” და ჩემი უნდა იყოს. კლუბის მხრიდან ჩემდამი ნდობით ბედნიერი ვარ. ახლახან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, მაგრამ რომ შემეძლოს, აქ კიდევ 10 წელი ვითამაშებდი” – უთხრა 29 წლის ბრაზილიელმა Goal.com-ს.