ფეხბურთი

11:32 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რობინიო ბრაზილიის ნაკრებში ჰალკს ჩაანაცვლებს

 ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ, "მილანიდან" "სანტოსში" განათხოვრებული რობინიო ნაკრებში დააბრუნა.

როგორც soccerway.com იუწყება, "ზენიტის" თავდამსხმელმა ჰალკმა, კვირას მოსკოვის "ლოკომოტივის წინააღმდეგ მატჩში ტრავმა მიიღო და ბრაზილიელმა სპეციალისტმა მომავალი მატჩებისთვის რობინიოს უხმო.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელები 6 და 10 სექტემბერს ამხანაგურ მატჩებში კოლუმბიის და ეკვადორის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

"სანტოსის" თავდამსხმელმა, ბოლოს "სელესაოს" მაისურით 2013 წლის ნოემბერში, ჩილეს წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა. ლუიშ ფელიპე სკოლარიმ კი, რობინიო ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე 23-კაციან განაცხადში არ შეიყვანა.

გიორგი ბალახაძე

0.122944