იტალიური “მილანის” თავკაც მასიმილიანო ალეგრისა და ფორვარდ რობინიოს კონფლიქტი აღარ აქვთ. ბრაზილიელმა შემტევმა თავის “ტვიტერზე” დაწერა, რომ მთავარ მწვრთნელს უკვე შეურიგდა.
“საიდუმლო არაა, რომ ასეთი ტიპის კონფლიქტები ყველა გუნდში ხდება. კაცები ვართ და ამა თუ იმ პრობლემაზე ჩვენებური რეაქცია გვაქვს. ახლა ყველაფერი ნორმალურადაა. Forza Milan”, - ეს რობინიოს სიტყვებია.
რობინიოსა და ალეგრის შორის უსიამოვნება ერთ-ერთ უკანასკნელ ვარჯიშზე მოხდა. მწვრთნელმა შეგირდს სავარჯიშო მოედნის სწრაფად დატოვება უბრძანა, რამაც ბრაზილიელი გააღიზიანა.