თამაშგარე

12:39 | 9.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო დი მატეომ ინგლისურ კულინარიას დასცინა

როგორც იტალიელების უმრავლესობას, ლონდონის “ჩელსის“ აპენინელ მწვრთნელს, რობერტო დი მატეოსაც კარგი იუმორის გრძნობა ჰქონია. ახალგაზრდა იტალიელი მწვრთნელი თურმე მუდმივად ხუმრობს და თავის კარგ ხასიათს მთელს გუნდს გადასდებს ხოლმე.

დი მატეო ინგლისელ ჟურნალისტებთან საუბრის დროსაც არ იშლის თავისას და საუბარში ხან ისეთებს გამოურევს, ზოგიერთ ინგლისელს სწყინს კიდეც. ამასწინათ, რობერტომ ინგლისური კულინარიის შესახებ ისაუბრა და ინგლისური სამზარეულო ისეთ საფეხბურთო მატჩს შეადარა, სადაც არც ერთ გუნდს გამარჯვება არ სურს.

იტალიელი მწვრთნელი ამბობს, რომ დღეს მთელი ბრიტანეთი იტალიურ და ფრანგულ კერძებს მიირთმევს, რაც ჩია აპენინელის აზრით, ლოგიკურიცაა და სწორიც. იტალიერი კერძები გარდა იმისა რომ გემრიელი და მოსანელებლად მსუბუქია, ფასის მხრივაც ხელმისაწვდომია. მაშინ როდესაც ტრადიციული ინგლისური კერძების უმეტესობა თვითონ ინგლისელებსაც კი არ უყვართ.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092149