სკანდალებით სახელგავარდნილი ინგლისელი მოკრივე რიკი ჰატონი, დიდი მექალთანე ვინმეა. სწორედ ამის გამოა, რომ წარმოშობით მანჩესტერელ მოკრივეს, ცოლები ერთ წელიწადზე მეტ ხანს ვერ უჩერდებიან. ამას გარდა, ჰატონი ერთობ ცუდი გუნების კაციცაა და ცოლებსა თუ საყვარლებს, თავისი რკინისმტვრეველი მუშტებითაც არაერთხელ დარევია. ამის მიუხედავად, ბრიტთა კუნძულზე და მის გარეთაც, ჰატონს მაინც უამრავი ლამაზმანი ეტრფის და ბევრი ქალბატონი არ იტყვის უარს მის მკლავებში მოქცევაზე.
როგორც თანამემამულე მოკალმეებთან საუბარში რიკი ჰატონი ამბობს, იგი უკვე თავადაც დაიღალა მის გარშემო დატრიალებული ათასგვარი სკანდალით და ბოლო პერიოდში ზნეც მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა იმაშიც გამოტყდა, რომ მოწინააღმდეგე სქესისადმი გამუდმებული ლტოლვა, მისი ხასიათის უცვლელი ნაწილია და მხოლოდ იმას ნანობს, რომ თავისი გიჟმაჟობის გამო, ბევრ ლამაზმანს ატკინა გული.
ცოტა ხნის წინ, 22 წლის ირლანდიელმა მოდელმა, ლანა ბენკირჰიდმა დაიწუწუნა, რომ რიკი ჰატონის გაცნობის დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ მისდა გასაკვირად, მოკრივემ მისი შეთავაზება არ მიიღო, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ რიკი ჰატონმა ან მართლა შეიცვალა ზნე, ანდა, უბრალოდ, ლანა მისი გუმანის ქალი არ არის.







