თამაშგარე

11:33 | 15.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რიკელმეს ოღრაშობანი გრძელდება

მიუხედავად იმისა, რომ წლებმა მოქანცა და თმაშიც ჭაღარა შეერია, არგენტინელი ვეტერანი ფეხბურთელი  ხუან რომან რიკელმე ოღრაშობასა და ქალებში წანწალს მაინც არ იშლის და ცნობილ და ერთმანეთზე უკეთეს ლამაზმანებს ეკურკურება და ეფანცქვალება.

ხუან რომანის ახალი სატრფო, არგენტინაში ცნობილი მოდელი და მსახიობი, აიელენ პალეოაა, რომელიც რიკელმესი არ იყოს, რამდენჯერმე ყოფილა ქორწინებაში და ყველა მისი ეს ურთიერთობა მეორე ნახევართან განშორებითა და დიდი სკანდალებით დასრულდა.

ჯერჯერობით არც რიკელმე და არც აელენი, მედიასთან საუბარში არ აღიარებენ ამ ტრფობას, თუმცა ნაცნობობასაც ვერ უარყოფენ, რადგან ბოლო დროს ერთად არაერთხელ დაინახეს. რიკელმე ბულვარული მედიის წარმოამადგენლებს საერთოდ ემალება, რადგან მათგან ბევრი მისთვის არასასურველი ”ამოქექილი” ამბავი ახსოვს.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098055