ფეხბურთი

14:39 | 8.09.2014 | ნანახია 3673 - ჯერ

რევიშვილი მატჩის გმირი

 “ტოსოს” ნახევარმცველმა ანდრეი ბოჩკოვმა, რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-9 ტურში სტუმრად “ტომთან” დაპირისპირების (2:2) შემდეგ, თანაგუნდელ მეკარე ნუკრი რევიშვილს მატჩის გმირი უწოდა.

“არც ვიცი ეს ფრე როგორ შევაფასო. რა თქმა უნდა, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს, რადგან ორბურთიანი უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. სრულებით გეთანხმებით, რომ ნუკრი რევიშვილი მატჩის გმირია. მან ყველაფერი “გამოაძრო” რაც შეიძლებოდა და კიდევ უფრო მეტი, მათ შორის პენალტი. ყოჩაღ ნუკრი” – იუწყება “ტოსნოს” ფეხბურთელის სიტყვებს ინტერნეტპორტალი sportbox.ru.

განვლილი მატჩის 68-ე წუთზე, როდესაც “ტოსნო” 2:0 იგებდა, რევიშვილმა “ტომის” ფეხბურთელის მიერ შესრულებული პენალტი მოიგერია. თუმცა, მოგვიანებით მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, რაც ქართველი მეკარის ბრალი არაა. რევიშვილის გარდა, “ტოსნოში” გიორგი ნავალოვსკიმაც შეუცვლელად ითამაშა, დებიუტი ჰქონდა გუნდში ახლახან გადასულ ოთარ მარცვალაძეს, რომელმაც მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა, ხოლო მიხაილ გორელიშვილი სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:36 | 09.09.2014
პანტელეიმონი (4347)

აბა გავიხსენოთ უტაქტო და ნევრასტენიკი ქეცბაიას გამო რამდენი ფეხბურთელი დარჩა ნაკრების გარეთ.

01:29 | 09.09.2014
RCD ESPANYOL DE BARCELONA (254)

stripslashes((strlen('http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA')>0?'http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))

15:53 | 08.09.2014
3 სავანელი (1199)

აფსუსია ამ კაცის დაკარგვა.

15:27 | 08.09.2014
jeraia (931)

იმას ტუ აკვირდებით რამდენი ხალხია სტადიონზე პირველ ლიგაში?

16:43 | 08.09.2014
BEERTRANCE (97819)

იმიტომ არის თამაშის დონე ისეთი რო უყურო.

15:05 | 08.09.2014
ჩიჩარიტო (18039)

ქეცბა მიდის და ეგება ეს დავაბრუნოთ ნაკრებში

16:43 | 08.09.2014
BEERTRANCE (97819)

ხო თქვა რო წავა მერე მოვბრუნდებიო

15:00 | 08.09.2014
maxo_65 (5844)

ნავალოვსკის მოწვევა ნაკრებში არა შეიძლება?

15:20 | 08.09.2014
ცოტნელუკა (101)

ნავალოვსკი რუსეთის მოქლაქეა, ნაკრებში ვერ ითამაშებს..

15:50 | 08.09.2014
maxo_65 (5844)

მერე რომ დავუბრუნოთ, არ შეიძლება, ათას ვინმეს აძლევენ მოქალაქეობას, თუ არ ღირს?

15:18 | 08.09.2014
დიტო (14812)

არა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო არადა ქეცბა იძახებდა და კვირკველიას მაგივრად შეიძლება ეს დამდგარიყო

14:51 | 08.09.2014
JUVE 1 (1514)

ყველაზე მაგარი ქართველი მეკარეა, შეეძლო უფრო დიდი ფეხბურთი ეთამაშა

0.081754