სხვა

15:52 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“Red bull ger get it” ანუ სპორტული შეჯიბრებები ყაზბეგში

ყაზბეგში ესტაფეტური და ექსტრემალური შეჯიბრებები გაიმართა. ტურნირი სპორტის  ოთხ დისციპლინაში ჩატარდა: კაიაკი, კლდეზე ცოცვა, სამთო ველოსპორტი და სამთო სირბილი. თითოეული გუნდი შედგებოდა კაიაკერის, მეკლდეურის, სამთოველოსიპედისტისა და სამთომორბენლისგან. სულ ტურნირში 20 გუნდი და 80 სპორტსმენი მონაწილეობდა, საპრიზო ფონდი კი 8000 ლარს შეადგენდა.

გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი “Orient logic”-მა დაიკავა, რისთვისაც 4000 ლარი გადაეცა. “Blmg”, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, 1000 ლარის მფლობელი გახდა.

თითოეულ დისციპლინაში  საუკეთესო შედეგების მქონე სპორტსმენებს 750 ლარი გადაეცათ.

კაიაკი: 7 კმ - კრისტოფერ შოერი 27 წთ. და 2 წმ;

კლდეზე ცოცვა: 30 მეტრი - გოგიტა ჩართოლანი 6 წთ. და 58 წმ;

სამთო ველოსიპედი: 10 კმ - ბესიკ გავაშელი 30 წთ. და 12 წმ;

სამთო სირბილი: 7 კმ - გიორგი შეკრელიძე 48 წთ. და 51 წმ.

ბესიკ გავაშელი (ტურნირის ერთ-ერთი გამარჯვებული): “ძალიან სასიხარულოა, რომ როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური შეჯიბრება მოვიგე, ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბეთ, სიმართლე გითხრათ ველოდი ამ გამარჯვებას და მომავალ წელსაც დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ამ ტურნირში.”

“Red bull”-ის ორგანიზებით “Ger get it” უკვე მეორედ გაიმართა ყაზბეგში, პირველად კი 2013 წელს ჩატარდა.

ლაშა ქოიავა

თეგებიRed bull ger get it
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.315336