ფეხბურთი

15:07 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” კაკასგან სარგებელს მაინც ნახავს

მართალია, მადრიდის “რეალის” ყოფილი ნახევარმცველი კაკა “მილანში” თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა, მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, რომ ესპანელებმა ფინანსური მოგება მაინც ნახონ. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებული სეზონი ექნება “როსონერის”.

“სამეფო კლუბის” პრეზიდენტის – ფლორენტინო პერესის თქმით, თუკი “მილანი” უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, “რეალი” 3 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 2009 წელს, “რეალმა” კაკა “მილანისგან” 65 მილიონ ევროდ შეიძინა.

 

0.117216