ფეხბურთი

11:35 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაული “შალკეს” დუბლით დაემშვიდობა

 

უკვე ერთი წელია, რაც ვეტერანი ესპანელი თავდამსხმელი რაული გელზენკირხენის “შალკეში” აღარ ირიცხება, მაგრამ გერმანულ კლუბთან გამოსამშვიდობებელი მატჩი ახლაღა გამართა და დუბლი მიითვალა.

36 წლის ფეხბურთელი გასული სეზონის წინ ყატარის “ალ-სადში” გადავიდა, შაბათს ყატარელები გერმანიას ესტუმრნენ და “შალკეს” საშინაო არენაზე მასპინძლებთან ამხანაგური მატჩი გამართეს. ესპანელი პირველი ტაიმში “ალ-სადის” შემადგენლობაში თამაშობდა, ხოლო მეორე ნახევარში მასპინძელთა რიგებში გადაინაცვლა.

“შალკემ” ყატარელებს 9:0 სძლია და რაულმა დუბლი მიითვალა. მან გოლები 65-ე და 70-ე წუთებზე გაიტანა. მატჩის მიწურულს, როდესაც ის შეცვალეს, ტრიბუნაზე შეკრებილმა 62 ათასმა მაყურებელმა ესპანელი აპლოდისმენტებით გააცილა.

22 აგვისტოს რაულისა და “ალ-სადის” მონაწილეობით კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება. ამ დღეს ყატარული კლუბი “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალს” ეთამაშება, რომლის შემადგენლობაშიც ვეტერანმა ფორვარდმა 16 წელიწადი გაატარა. რაული ამჯერად ორივე გუნდის შემადგენლობაში თითო-თითო ტაიმს ჩაატარებს. რაული “სამეფო კლუბის” რეკორდსმენია გატანილი გოლების რაოდენობით. მის ანგარიშზე 323 ზუსტი დარტყმაა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118322