დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” მთავარმა მწვრთნელმა ხუანდე რამოსმა საკუთარ მოედანზე პოლტავის “ვორსკლასთან” წაგებული (1:2) მატჩის შემდეგ, განმარტა, თუ რატომ არ ათამაშა სანდრო კობახიძე.
პრესკონფერენციაზე რამოსს ჟურნალისტმა ჰკითხა:
-თადარიგში კობახიძე გყავდათ, რომელსაც მწვავედ შეტევა შეუძლია, მაგრამ მარჯვენა ფლანგზე უპირატესობა კულაკოვს მიანიჭეთ. უკვე მერამდენე თამაშია, კობახიძეს არ იყენებთ...
ხუანდე რამოსი: “ნებისმიერ გუნდში მთავარია, რომ მოედანზე შემადგენლობა დაბალანსებული იყოს. ჩვენი შემტევი ფეხბურთელების უმრავლესობა დავაყენეთ და კიდევ ვინმეს დაყენება... თუ იმ ფეხბურთელებთან ერთად, ვინც მოედანზე გვყავდა შედეგს ვერ მივაღწიეთ, კიდევ ვინ უნდა გამოგვეყვანა?”









