თამაშგარე

11:40 | 21.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ნადალი - სექსუალური ჩოგანი

ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია, როგორ ხდებიან ისედაც პოპულარული ადამიანები სუპერპოპულარულები თავისი თამამი ფოტოსესიებით. ეს ძირითადად ქალებს ეხება, იმ ქალებს, ვისაც ცნობილი სპორტსმენების ანკესზე წამოგება სურთ. მაგრამ ხანდახან ამ ხერხს მამაკაცებიც მიმართავენ. თან საკმაოდ ცნობილი და ჯიბესქელნიც.
ასეთია მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი. მან მორიგი საჩუქარი გაუკეთა მდედრობითი სქესის თაყვანისმცემლებს და ცნობილი ამერიკული ჟურნალის - “სპორტს ილუსტრეიტიდის” გულახდილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
ნადალის პარტნიორი ფოტოგადასაღებ მოედანზე ლეონარდო დი კაპრიოს ექსგელფრენდი, ებრაელი მოდელი ბარ რაფაელი იყო. მოდელი საკმაოდ გულახდილი საცურაო კოსტიუმით, ვნებიანად პოზიორობდა ჩოგბურთელის გვერდით. რაფაელ ნადალის დიდი ხნის მეგობარი გოგონა ხისკო პერელია, იმედია არ იეჭვიანებდა _ რაფაელს თავდავიწყებით უყვარს იგი და გოგონაც დარწმუნებულია, რომ არავისში არ გასცვლის.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090149