მექსიკელმა ფეხბურთელმა რაფაელ მარკესმა, არცთუ დიდი ხანია, რაც მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში საკუთარი ჟურნალის გამოცემა დაიწყო. ბულვარული ჟურნალის გამოცემისათვის ხარჯები, რასაკვირველია, რაფამ გაიღო, თუმცა გამოცემას ფეხბურთელის მეუღლე ხაიდი მიჩელი ხელმძღვანელობს.
ხაიდი მიჩელი წლების განმავლობაში არაერთი ცნობილი ევროპული ”ყვითელი” ჟურნალის სახე იყო და არაერთხელ გამოქვეყნებულა მისი ფოტოები სხვადასხვა ჟურნალების გარეკანზე. ამიტომ, ამ ქალმა ასეთი ტიპის პრესის მუშაობის პრინციპები კარგად იცის.
რაფაელ მარკესის ცოლი ქმრის მიერ გამოცემულ ჟურნალში ოფიციალურად კონსულტანტის ფუნქციებს ასრულებს, რედაქტორად კი დაქირავებული პროფესიონალი ჟურნალისტი ჰყავთ. თუმცა, ხაიდის კონსულტაციები ჟურნალის თანამშრომლებისათვის ბრძანებისა და კანონის ხასიათს რომ ატარებს, ეს ალბათ ცხადია.







