ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორის (2010 და 2012 წწ.) ელენე გედევანიშვილის პირველმა გამოსვლამ სოჭში ოლიმპიადაზე მაყურებლების, სპეციალისტების და ჟურნალისტების დიდი სიმპათიები და მოწონება დაიმსახურა. 19 თებერვალს საღამოს სპორტკომპლექს ”აისბერგში” ელენეს მოთელვაზე გამოსვლისთანავე დარბაზი ტაშით და ოვაციებით აფეთქდა. მაყურებლებმა – მათ შორის ძირითადად რუსეთის მოქალაქეები ჭარბობდნენ, აგრეთვე იყვნენ ამერიკელები, გერმანელები, ბალტიის ქვეყნებისა და იაპონიის მოქალაქეები – ძალიან თბილად მიიღეს ელენე. პრეს-ლოჟის იმ ნაწილში ვიჯექი, რომლის ტრიბუნა მეოთხე სართულზე იყო და კარგად ვხედავდი რა ხდებოდა დარბაზში. ელენეს მიერ შესრულებელი ილეთების შემდეგ მაყურებელთა ნაწილი ყვიროდა: “ბრავო ელენა, ბრავი გრუზია, ჯორჯია!”, მისი გამოსვლის შემდეგ კი ყინულზე ყვავილები ისროლეს.
ჩემს გვერდით ამერიკელი ჟურნალისტები ისხდნენ, რომლებიც ელენეს გამოსვლით კმაყოფილებას ვერ მალავდნენ და ყოველივეს ჟესტით – ცერა თითის აწევით – გამოხატავდნენ. თავიდან ელენე ამ ეტაპისთვის მე-4 ადგილზე იყო, სხვა მოციგურავეების გამოსვლის შემდეგ კი მოკლე პროგრამაში მე-17 ადგილზე (30 მონაწილეთა შორის) გადაინაცვლა. პირველი დღის მინიმალური ამოცანა მიღწეულია- ელენე შემდეგ ეტაპზე გავიდა. მეორედ გედევანიშვილი ყინულზე დღეს გამოვა.
მაყურებლების ნაწილი და კოლეგების ერთი ჯგუფი ამბობდა, რომ თავისი ლამაზი გამოსვლით ელენე უფრო მაღალ ადგილს იმსახურებდა, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის.
მისი გამოსვლის შემდეგ სწრაფად ჩამოვედი პრეს-ლოჟიდან და სხვადასხვა დერეფნებით მივაგენი იმ გასასვლელს, საიდანაც ელენე უნდა გამოსულიყო. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ქურთუკი მეცვა წარწერით “ჯორჯია” და შესაძლოა, ამიტომ, შენობაში რამდენიმე ისეთ ადგილას შემიშვეს, რომ უკან დაბრუნებისას მოხალისეებს და დაცვას უკვირდა – იქ როგორ მოხვდითო?
მოკლედ, ელენე გედევანიშვილისა და გამცილებელი გოგონას პირისპირ აღმოვჩნდი. ელენე მშვიდად გამოიყურებოდა, გაუხარდა საქართველოს დროშიანი თანამემამულის დანახვა, ხელი ჩამოვართვი, კარგი გამოსვლისთვის შევაქე და წარმატებები ვუსურვე. რამდენიმე შეკითხვის დასმა მინდოდა, მაგრამ გამცილებელმა გოგონამ – ორგკომიტეტის მუშაკმა, ელენეს ანიშნა - წასვლაა საჭიროო და როგორც ეს პროცედურითაა გათვალისწინებული, სხვა მიმართულებით გაიყვანა.
ტრიბუნაზე შესვლისას ჩემთან ბევრი ქომაგი და კოლეგა მოვიდა. მთხოვეს, მოკითხვა და მათი სიმპათიები გადამეცა ელენესთვის. ისინი ამბობდნენ, რომ ელენე ძალიან ლამაზად გამოვიდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ერთმა კოლეგამ კი მითხრა – ელენეს მაყურებელთა სიმპათიის სპეციალური პრიზი უნდა მისცენო.
წინა ოლიმპიადებზე – 2006 და 2010 წწ. – ელენე მე-10 და მე-14 ადგილებზე გავიდა.
თენგიზ პაჭკორია, ადლერი (სოჭი), სპეციალურად www.worldsport.ge –თვის
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მსაჯები ჩაგრავენ საქართველოს კალათბურთში -გახსოვთ ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში.იქ ხორვატიასთან და ოსობენნო სლოვენიასთან აშკარად დაჩაგრეს საქარტველოს ნაკრები, ასეა ფიგურულ სრიალში
საერთოდ მსაჯებზე ბევრია დამოკიდებული -ამიტომ ამ მხრივ საჭიროა მუშაობა რომ ობიექტური მსაჯობა იყოს. დღეს რუსეთის ტვ-არხები და ევროპის პრესა აღნიშნვც გედევანიშვილის ლამაზ გამოსვლას..
მე ერთი ჩემი სოჭელი ქართველი მეგობარი ვიყავით გუშინ ამ დარბაზში, სადაც გედევანიშვილი გამოდიოდა -მაყურებლებმა ნამდვილად ოვაცია მოუწყეს.მსაჯები კი სხვა თემაა ,ბიჭებო.მაყურებლებმა თბილად მიიღეს ჩვენი გედევანიშვილი-შეძახილები იყო და ოვაციები. მსაჯების ამბავი ხომ იცით-იქ მსოფლიო დონის მაფია არის და ისე მისცემენ ხმას როგორც უნდათ! დღეს კი ვერ მივდივართ-ბილეთები ვერ ვიშოვეთ!
ათეულში უნდა მოხვდეს
ხო რაღაც ვერ გავიგე, რაზე გაგიჟდნენ და გადაირივნენ? და რატო "აფეთქდა" დარბაზი და ყველა ეროვნების წარმომადგენელი? თუ ესეთი სასწაული იყო, დაგვწვეს მსაჯებმა და მაინც 17 ადგილზე გავიდა? მიუხედავად რო გადაირია ყველა და აფეთქდა ყველაფერი? ნუ გვაბოლებთ რა რაღაცეებს, ჩრდილოეთ კორეულ პრესას ნუ დაემსგავსებით
კარგით რა მეჩვიდმეტე ადგილზე თუ აღფრთოვაბნდნენ მეათეზე ალბათ დარბაზი დაიბზარა, შეეშვით რუსეთის "გაპრავებას" და ცრუ ილუზიის შექმნას რომ ჩვენზე გიჟდებიან რაც ერი ის ბერი
მარტო არ წაქცევა კი არ არის მთავარი, ძალიან დაბალი ხარისხით ისრიალა უფრო მეტად მომზადებული იქნებოდა მეგონა
უკრაინელებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოლიმპიადა,აი ნამდვილი პატრიოტები
არაა რა ეს ზამთრის ოლიმპიადა ჩვენი საქმე...
მართლა კარგად გამოვიდა ელენე და ამაზე მეტი ქულა რატო არ დაუწერეს ვერ ვხვდები...
სხვები 2ჯერ იქცეოდნენ ხოლმე და მაინც ელენეზე მაღალ შეფასებებს ღებულობდნენ
ძალიან კარგი. ჩვენ კიდე იმედია სტვენით და ღრიალით არ დავანგრევთ აქაურობას
იმედია 10-ში შესვლას მოახერხებს.