გიორგი ქვილითაიამ “დიორის” დუბლშემადგენლობაში დუბლი შეასრულა. ამის შესახებ უნგრული ინტერნეტპორტალი nemzetisport.hu იუწყება.
“დიორის” სარეზერვო გუნდი უნგრეთის საფეხბურთო მე-3 ლიგაში გამოდის. მე-3 ტურში “დიორი II”-მა სახლში “ტოკოლს” 3:0 აჯობა და 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო.
შეგახსენებთ, რომ ქვილითაია “დიორში” ზაფხულში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მას ჯერ პირველი გუნდის შემადგენლობაში უნგრეთის ჩემპიონატში არ უთამაშია.