ფეხბურთი

18:32 | 26.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქვემოქართლური დერბი "მეტალურგმა" მოიგო

ქვემოქართლური დერბი რუსთავის "მეტალურგის" გამარჯვებით დასრულდა. გელა სანაიას გუნდმა ბოლნისის "სიონს" ვაკის სტადიონზე 1:0 აჯობა და ექვსეულში შესვლის შანსები გაიუმჯობესა. აი, "სიონს" კი ამის შანსი ძალიან მცირე აქვს. 

ძალიან დუნე პირველი ტაიმი იყო. მეკარეებს, ფაქტობრივად, საქმე არ ჰქონიათ, თუ არ ჩავთვლით თორნიკე აფციაურის ახლო კუთხეში დარტყმულს – ისიც, გრიგოლ ბედიაშვილს მოგერიება არ გასჭირვებია. ერთი-ორჯერ ლაშა პარუნაშვილმა და ირაკლი სამხარაძემ გაამწვავეს შეტევა, მაგრამ საჯარიმოს მისადგომებთან იფუშებოდა.

მეორე ნახევარში კი "მეტალურგმა" პირველივე სახიფათო მომენტი გოლით დაასრულა: ლევან კორღალიძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და ნელი, მაგრამ ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში – 0:1. 

დაახლოებით 15 წუთში, პარუნაშვილმა რევაზ გეწაძეს აჯობა ფლანგზე, ჩააწოდა და შეტევაში ჩართული დავით სვანიძის თავურს ბედიაშვილმა კარგი ნახტომი შეაგება. ორიოდე წუთში კოკა მიკუჩაძემ კარს გადააცილა, 84-ე წუთზე კი გივი იოსელიანის პასის შემდეგ, გიორგი ბიბილეიშვილს ბურთზე ფეხი აუცდა – არადა, მშვენიერი შანსი იყო. კონტრშეტევაზე რუსთაველებს შეეძლოთ გატანა, მაგრამ დავით კირკიტაძემ ძელს მოარტყა ბურთი.

"სიონმა" შტურმი ვერ მოაწყო. უტევდა, მაგრამ დიდი ძალებით ვერ გადადიოდა წინ და თანაც, დაღლილობა ეტყობოდა გუნდს. ბოლო წუთებში "მეტალურგი" უფრო მხნედ გამოიყურებოდა.   

26.10.2013. 15:00. თბილისი. "მიხეილ მესხი". 80 მაყურებელი

"სიონი" (ბოლნისი) – "მეტალურგი" (რუსთავი) 0:1 (0:0)

სიონი: მერლანი, ფოფხაძე (იოსელიანი 60), სვანიძე, აბრამიძე, თოთაძე (ბიბილეიშვილი 77), გოგობერიშვილი, იმედაშვილი, პარუნაშვილი, აფციაური (მიკუჩაძე 55), სამხარაძე, კახელიშვილი.

მწვრთნელი: გიორგი კიკნაძე.

მეტალურგი: ბედიაშვილი, ორბელაძე, კაკუბავა, გავაშელიშვილი, ჯაფარიძე, რაზმაძე, გურეშიძე, კორღალიძე (ქავთარაძე 67), გეწაძე, კირკიტაძე, ბერიაშვილი (ჩირგაძე 75).

მწვრთნელი: გელა სანაია.

გოლები: 0:1 კორღალიძე (53)

გაფრთხილება: სამხარაძე (28), კაკუბავა (61), იოსელიანი (65), ჩირგაძე (80).

მსაჯი: ოთარ ხეცაძე.

ჩიხურა (საჩხერე) – გურია (ლანჩხუთი) 5:1 (2:0)

გოლები: 1:0 ვაჟა ლომაშვილი (22), 2:0 ბესიკ დეკანოიძე (37), 2:1 თენგიზ ჩიკვილაძე (69), 3:1 ბესიკ დეკანოიძე (75), 4:1 გიორგი გაბედავა (82), 5:1 ჯამბულ ჯიღაური (85)

გაძევება: გიორგი დათუნაიშვილი (“ჩიხურა”)

ზუგდიდი – სპარტაკი (ცხინვალი) 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ზვიად მეტრეველი (40), 1:1 ლუკა გუგუჩია (პენ, 74) 

 ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დილა (გორი) 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 გრიგოლ დოლიძე (10), 0:2 ირაკლი მოდებაძე (58) 

მერანი (მარტვილი) – ზესტაფონი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (75), 0:2 საბა ლომია (77) 

დინამო (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 17:00

 

1     დინამო (თბილისი)                      9         7         1         1          25:8             22           
2 ჩიხურა 10 6 1 3 23:18 19
3 ტორპედო 9 5 4 0 14:5 19
4 მეტალურგი  10 5 2 3 16:15 17
5 გურია 10 5 0 5 10:14 15
6 დილა             10 4 3 3 13:11 15
7 ზესტაფონი        10 4 2 4 12:8 14
8 მერანი                     10 4 0 6 12:22 12
9 ვიტ ჯორჯია               10 3 3 4 14:14 12
10 სიონი                10 2 3 5 11:15 9
11 ზუგდიდი            10 1 4 5 5:15 7
12  სპარტაკი          10 1 1 8 5:15 4

 

მეგოლეები:

7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”), ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”)

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ვილი ისიანი (“გურია”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 

 შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112159