“ქუინზ პარკ რეინჯერსი” ტურინის “იუვენტუსს” სებასტიან ჯოვინკოს თაობაზე დაუკავშირდა. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სახის შეთავაზება გაუკეთეს ინგლისელებმა იტალიელებს, არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ტურინელებმა რამდენიმე კვირის წინ მადრიდის “რეალიდან” ალვარო მორატა შეიძინეს, რაც, სპეციალისტების აზრით, ჯოვინკოს არც თუ ისე დიდ სათამაშო დროს კიდევ უფრო შეამცირებს.
ჯოვინკომ გასულ სეზონში 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ორი გოლითა და ერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ლევან გოგოტიშვილი







