თამაშგარე

11:05 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქმრის დარდის გამზიარებელი მარტინა ჩეხი

ლონდონის ”ჩელსისა” და ჩეხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გოლკიპერის, პეტერ ჩეხის მოდელი მეუღლე, მარტინა ჩეხი ძალიან განიცდის, რომ ჩეხთა ნაკრების ბედოვლათობის გამო არ ასრულდა მისი ქმრის ოცნება და კარიერის მანძილზე საბოლოო სიტყვა ბრაზილიის მუნდიალზე ვერ თქვა.

”ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და სპორტსმენები ხშირ შემთხვევაში წინასწარ არიან შეგუებულნი ბედს, თუკი მათი მომავალი ისე არ წარიმართება, როგორც მათ სურდათ და წარმოედგინათ. თუმცა პეტერმა ძალიან ემოციურად განიცადა მსოფლიოს ჩემპიონატზე წაუსვლელობა და მე მესმის მისი. ჩემი მეუღლე სულ მალე დაასრულებს საფეხბურთო კარიერას და ბუნებრივია კარიერის მიწურულს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ძალიან სურდა” – ამბობს მშვენიერი მარტინა.

მარტინა ჩეხი შარშანწინ ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ინგლისში მოღვაწე ფეხბურთელთელთა ცოლებს შორის ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელეს და ეს მარტინას ერთადერთი აღიარება ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა როგორ ჩანს, ბედნიერებისთვის მხოლოდ ეს სულაც არაა საკმარისი...  

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173591