ფეხბურთი

14:22 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიამ ებრალიძე გამოიძახა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას ჯერ არ დაუსახელებია იმ ლეგიონერთა სია, რომლებიც 7 სექტემბრის მატჩისთვის გამოძახებულნი არიან. უშუალოდ კლუბების საიტებიდან და სხვა წყაროებიდან ვიგებთ, რომ ესა თუ ისე მოთამაშე სიაშია ირლანდიასთან შესარჩევი მატჩისთვის.

საირლანდიოდ გამოძახებულია პორტუგალიური "ჟილ ვისენტეს" ფლანგელი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული: შარშან ესპანეთთან და წლეულს ლიხტენშტაინთან.

0.112359