ფეხბურთი

13:42 | 14.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა ტესტები: არველაძის ფრე, დევდარიან-სხირტლაძის მარცხი

შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" ტესტ-მატჩი ჩაატარა რუმინულ "ვიტორულთან" და 3:3 დაასრულა. დუბლი შეასრულა "აიაქსიდან" თურქულ გუნდში გადასულმა რაიან ბაბელმა, რომელიც ერთ დროს ჰოლანდიის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა.

შეხსენებისთვის, "ვიტორულმა" ორი კვირის წინ გორის "დილასთან" ტესტ-მატჩიც ფრედ დაასრულა – 1:1.

დანიაში "ორჰუსმა" ამხანაგური მატჩი წააგო "რანდერსთან" – 0:3. დავით დევდარიანი სასტარტოში გახლდათ და 52-ე წუთზე დავით სხირტლაძემ შეცვალა. მატჩის დასაწყისში ყველაზე კარგი მომენტი ორჰუსელებს ჰქონდათ, როცა დევდარიანს მეკარემ ურთულესი ბურთი აუღო.

რაც შეეხება მათე ვაწაძეს, გეცოდინებათ, ის აპრილში დაშავდა და "ორჰუსის" ექიმების ვარაუდით, სექტემბრის ბოლოს დაიწყებს თამაშს.  


0.117169