ფეხბურთი

23:12 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “ორჰუსის” საშინაო მარცხი

დანიური სუპერლიგის მე-12 ტურის საწყის მატჩში “ორჰუსი”, რომლის რიგებშიც ქართველი ფეხბურთელებიც ირიცხებიან, “ნორდსიელანდს” დაუხვდა და 0:1 წააგო. მასპინძელთა რიგებში მათე ვაწაძე მინდორზე 64-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო დავით სხირტლაძემ 77-ე წუთიდან ითამაშა. “ორჰუსი” 15 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა.

მორიგი ტურის მატჩები შედგა რუსეთის პირველ დივიზიონში. გოლით გამოიჩინა თავი დავით სირაძემ, რომლის “სპარტაკ-ნალჩიკმაც” სტუმრად ნაზრანის ”ანგუშტს” 2:1 სძლია. შეხვედრაში ამგარიში სწორედ ქართველმა ფორვარდმა გახსნა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. გუჯა რუხაია სპარტაკელთა მაისურით 85-ე წუთიდან გაისარჯა.

ნალჩიკელებმა 20 ქულით მე-16 ადგილზე გადაინაცვლეს და გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს, პირველი დივიზიონის ლიდერად კი სარანსკის “მორდოვია” რჩება, რომელიც მე-19 ტურში ტულაში “არსენალს” უგოლოდ დაშორდა. სტუმართა რიგებში აკაკი ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11628