ფეხბურთი

15:47 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 17-წლამდელებმა ყაზახებს პირველი სპარინგი მოუგეს

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ნოდარ აკობია წვრთნის, ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახი თანატოლები 1:0 დაამარცხა.

მატჩი საფეხბურთო სკოლა “საბურთალოს” სტადიონ “ბენდელაზე” ჩატარდა. აკობიას მიერ შერჩეული სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:

ბენდიანიშვილი, კაპანაძე, გოგიაშვილი, ნემსაძე, გაფრინდაშვილი, კიკნაძე, ცინცქილაძე, ქობულაძე, ცქიტიშვილი, პაპუაშვილი, ჟღენტი.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: კულუა, გაბრიჩიძე, ფირცხალავა, გალდავაძე, ხაბელაშვილი, არველაძე, ქოქიაშვილი.

ქართველების შემადგენლობა ოპტიმალური არ იყო, რადგან ძირითადი ბირთვის ფეხბურთელთა უმრავლესობა საკუთარ კლუბებში შეკრებაზე იმყოფება.

მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი 49-ე წუთზე გაბრიჩიძემ გაიტანა. შეხვედრის მთავარი მსაჯი ალექსანდრე კრიჭაშვილი იყო.

საქართველო-ყაზახეთის მომდევნო ამხანაგური თამაში 15 თებერვალს ისევ “ბენდელაზე” ჩატარდება და 13 საათზე დაიწყება.


0.116012