ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში, მე-5 ჯგუფის დასკვნით ტურში, საქართველოსა და ირლანდიის 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი, ნოდარ აკობიას შეგირდებმა 0:1 წააგეს. 23-ე წუთზე, გოლი საკუთარ კარში გიორგი თვარაძემ გაიტანა.
საქართველო: ქურდაძე, ქობულაძე, კაკიაშვილი (კ), ნადარაია, თვარაძე, გოშთელიანი, კამლაძე, ბერიძე, ჯობავა, არაბიძე, მიქელთაძე.
მთავარი მწვრთნელი: ნოდარ აკობია.
ირლანდია: კონორი, ბრესლინი, კეინი, ჰოლანდი, ბესტი, მაკდონელი, ელვორთი, პოუნტონი (კ), კინსელა, კორკერი, დევერსი.
მთავარი მწვრთნელი: ტომ მოჰანი.
გოლი: 0:1 თვარაძე (23, საკუთარ კარში)
გაფრთხილება: გოშთელიანი (37).
მთავარი მსაჯი: ალექსანდრუ ტეანი (მოლდოვა).