ფეხბურთი

19:56 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 17-წლამდელებმა ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგეს

 

ევროპის 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ელიტ რაუნდში, მე-5 ჯგუფის მე-2 ტურში, საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები სერბ თანატოლებთან 0:2 დამარცხდა და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.

მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, მაგრამ მეორეში ტურნირის მასპინძლებმა იმძლავრეს და 5 წუთის ინტერვალში, ქართველებს ორი გოლი გაუტანეს. 64-ე წუთზე ანგარიში შაპონიჩმა გახსნა, ხოლო 69-ზე კარიშიჩმა მეტოქის კარი მეორედ აიღო. ზედიზედ მეორე თამაშია, ნოდარ აკობიას შეგირდებმა გოლი ვერ გაიტანეს. საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდის დასკვნით მატჩს 31 მარტს, ირლანდიასთან ჩაატარებს.

სერბეთი- საქართველოს შეხვედრის პარალელურად, გერმანელებმა ირლანდიას 3:0 აჯობეს. სერბებსა და გერმანელებს 6-6 ქულა აქვთ, მაგრამ გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით, ჯგუფს გერმანელები ლიდერობენ. 31 მარტს, ფინალურ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა, სწორედ მათ დაპირისპირებაში გაირკვევა.  

საქართველო – სერბეთი 0:2 (0:0)

საქართველო: ქურდაძე, ქობულაძე, კაკიაშვილი (კ), ნადარაია, კომახიძე, მამუჩაშვილი (კიკნაძე, 59),  გოშთელიანი (არაბიძე, 46), კამლაძე, ბერიძე (ქორიძე, 76) ჯობავა, მიქელთაძე.

მთავარი მწვრთნელი: ნოდარ აკობია.

სერბეთი: მილინკოვიჩ-სავიჩი, ზლატკოვიჩი, სტანკოვიჩი, შარენაცი, ზლიჩიჩი, ტუფეგჯიში (სტოიანოვიჩი, 49), იანკოვიჩი (კარიშიჩი, 56), შპოლიარიჩი (მიტროვიჩი, 67), გლავჩიჩი, იოვიჩი, შაპონიჩი (კ).

გოლები: 0:1 შაპონიჩი (64), 0:2 კარიშიჩი (69).

მთავარი მწვრთნელი: ბრანისლავ ნიკოლიჩი.

მთავარი მსაჯი: ბერტ ვერტენტენი (ბელგია).

 

1            გერმანია                    2            2           0          0         7:0           6
2 სერბეთი 2 2 0 0 4:1 6
3 ირლანდია 2 0 0 2 1:5 0
4 საქართველო 2 0 0 2 0:6 0

 

0.119792