ფეხბურთი

12:04 | 17.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი შვედეთის 17-წლამდელებში: "კალმარში" გიგა და ნიკა ჩხეიძეები თამაშობენ

შვედური "კალმარის" 19-წლამდელთა გუნდში ქართველი ძმები თამაშობენ: ნიკა და გიგა ჩხეიძეები. პირველი მათგანი 1995 წელსაა დაბადებული, მეორე კი – 1997 წელს. ორივენი მცველები არიან.

და რაც ყველაზე საინტერესოა, უმცროსი ძმა, გიგა ჩხეიძე შვედეთის 17-წლამდელთა ნაკრების წევრია. მას უკვე აქვს ნათამაშევი ერთი ამხანაგური მატჩი, კერძოდ, რუმინეთთან (1:1). ამჯერად კი, ნიკა ელიტ-რაუნდის ჯგუფის მატჩებისთვისაა გამოძახებული.

ელიტ-რაუნდის ჯგუფში შვედების მეტოქეები ლიტვა, უკრაინა და იტალია იქნებიან. შეხვედრები ლიტვაში გაიმართება. გიგა ჩხეიძე მარცხენა მცველი გახლავთ. შვედეთის 17-წლამდელთა ნაკრების 18-კაციან სიაში თითქმის ნახევარი არაშვედური წარმოშობისაა. 

რაც შეეხება ნიკას, ის შარშან ვასილ მაისურაძეს ჰყავდა გამოძახებული 17-წლამდელთა ნაკრებში, თუმცა ფეხბურთელი ელიტ-რაუნდსა და ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094214