საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნული გუნდი, რომელსაც ალიკ სარქისიანი წვრთნის, ყაზახეთის ნაკრებთან ჩატარებულ პირველ ამხანაგურ მატჩში 1:2 დამარცხდა.
შეხვედრა თბილისში სპორტკომლექს “არენა 1”-ში ჩატარდა. ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა, როდესაც მასპინძლების კაპიტან გოგა ალთუნაშვილის პასის მერე, მიხაილ პერშინმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველი ტაიმი ქართველებმა 1:0 მოიგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრების კარში საპასუხო გოლი პერშინმა გაიტანა. მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი, ყაზახებს გამარჯვება ალექსანდრე დოვგანმა მოუტანა.
საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის მეორე მატჩი 17 სექტემბერს ისევ “არენა 1”-ში შედგება და 17 საათზე დაიწყება.