ფეხბურთი

17:48 | 12.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 17-წლამდელები ყაზახებს “ბენდელაზე” უმასპინძლებენ

 

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც ნოდარ აკობია წვრთნის, ყაზახ თანატოლებთან ორივე ამხანაგურ მატჩს საფეხბურთო სკოლა “საბურთალოს” სტადიონ “ბენდელაზე” ჩაატარებს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესამსახური იუწყება.

პირველი შეხვედრა 13 თებერვალს გაიმართება, ხოლო მეორე – 15 თებერვალს. ორივე სპარინგი 13 საათზე დაიწყება.

გამომდინარე იქიდან, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც 17-წლამდელთა ბირთვს შეადგენენ, თავის კლუბებში შეკრებას გადიან, აკობია ყაზახებთან მატჩებს ნაკრების სხვა კანდიდატებზე დაკვირვებისთვის გამოიყენებს.

სხვათა შორის, საქართველოსა და ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციები შეთანხმებული არიან, რომ ყოველ წელს, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების დონეზე ამხანაგური მატჩები ჩაატარონ.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116283