კალათბურთი

21:18 | 5.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 15-წლამდელების მარცხი “ეფესთან”

საქართველოს 15-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა თურქულ გრანდთან მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა. სტამბოლური “ეფესის” 16-წლამდელთა გუნდთან ნიკო ჩერქეზიშვილის და ზურა ტომარაძის გაწვრთნილმა ქართველებმა 43:55 წააგეს.

საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედის 3:12 წაგების შემდეგ ძალები მოიკრიბა და გალიდერებაც მოახერხა. გოგა ბითაძემ, რომელიც ამპლუით ცენტრია, სამქულიანები ჩააგდო, მას აკაკი ფიფიამ და ზაურ ჯანელიძემაც აუბეს მხარი და დიდ შესვენებაზე საქართველო ლიდერის სტატუსით გავიდა – 23:21.

მესამე პერიოდში უკვე მასპინძლებმა იძალეს და 13:6 გამარჯვების კვალად ქართველების წინააღმდეგობა გატეხეს. ბოლო პერიოდი თანაბარ ბრძოლაში გაილია და საბოლოოდ, მატჩი “ეფესის” 12-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.

 

ამხანაგური მატჩი. სტამბოლი. 4 დეკემბერი

ეფესი (U16) – საქართველო (U15) 55:43 (12:3, 9:20, 13:6, 15:14)

საქართველო: კაკუბერი, ყირიმელი, მდივანი, ა.ფიფია (9), ბ.ქავთარაძე (5), ჩეჩელაშვილი (2), ალავიძე (7), ბითაძე (9), ხურცილავა (2), გაფრინდაშვილი (5), მამუკელაშვილი, ჯანელიძე (4), აბულაძე.

www.gbf.ge

0.068495