დანიის ლიგის თასის 1/8-ფინალში, “ორჰუსმა”, სადაც დავით დევდარიანი, დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე გამოდიან, სტუმრად “ბ93” 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
სხირტლაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ვაწაძე 68-ე წუთზე შეცვალეს. დევდარიანი მოედანზე არ გამოჩენილა.
სამხრეთ აფრიკის PSL-ის (უმაღლესი ლიგა) მე-9 ტურში, “მოროკა სვოლოუვსმა” გასვლაზე “გოლდენ აროუსთან” 1:2 წააგო. გიორგი ნერგაძე დამარცხებულთა სასტარტოში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. “მოროკას” 15 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-3 პოზიციაზეა.
თურქეთის თასის გათამაშებას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა “ქასიმფაშა”, რომლის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეა. “ქასიმფაშა” სტუმრად პირველი ლიგის “ინეგოლსფორთან” 0:1 დამარცხდა.
ლიტვის თასის 1/2-ფინალში გავიდა გარგჟდაის “ბანგა”, რომელმაც საპასუხო მატჩში “დაინავა” 4:0 დაამარცხა. “ბანგას” პირველი თამაში 1:2 წაეგო და თავის მოედანზე უპრობლემოდ გაიმარჯვა. თამაზ ჩარგეიშვილი გარგჟდაელთა სასტარტოში იმყოფებოდა და პირველი ტაიმის მერე ვაჟა ბედოიძემ შეცვალა. ირაკლი ღერკენაშვილი 18-კაციან განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ თამაში არ მოუწია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გამისწორდა არველაძის გუნდი რომ გამოეთიშა თასს,ესე მარტო ლიგაზე იქნებიან გადართულები და ოთხეულისთვის იბრძოლონ მაინც,ამ თასს მაინც არავინ მოაგებინებდა კაშიმპასას,ვაწაძე როდის შევა ნეტა ფორმაში