ფეხბურთი

12:47 | 2.05.2014 | ნანახია 2152 - ჯერ

ქართველებმა მალტაზე დუბლი შეასრულეს

“ვალეტამ”, რომლის ღირსებას ნუკრი რევიშვილი, ირაკლი მაისურაძე და ოვონიკოკო იცავენ, მალტის ჩემპიონობასთან ერთად, ქვეყნის თასიც მოიპოვა.

ოთხშაბათს გამართულ ფინალურ შეხვედრაში “ვალეტამ” “შლიემა” 1:0 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე ლატეფ ელფორდ-ალიუმ გაიტანა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-8 ტურში, რიგის “სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის შინ “იურმალას” 1:0 მოუგო. ირაკლი კლიმიაშვილმა და ლაშა დვალმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშეს. “სკონტო” 10 გუნდში 15 ქულით მეორეა.  

ჩემპიონატის ლიდერმა “ვენტსპილსმა” სტუმრად “დაუგავპილსს” 3:0 აჯობა. თორნიკე  თარხნიშვილმა გამარჯვებულებში მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “ვენტსპილსი” ცხრილის სათავეში 21 ქულითაა.

“იელგავამ” რიგის “დაუგავა” მიიღო და 1:0 აჯობა. გიორგი დიაკვნიშვილი რიგელთა სასტარტოში იმყოფებოდა და 89-ე წუთზე შეცვალეს. “იელგავა” 13 ქულით მეოთხეა. 


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:38 | 02.05.2014
Kala94 (6114)

გილოცავთ ბიჭებო !

17:20 | 02.05.2014
kila (557)

თაბაგარო ვერ ხვდები როგორ გაღადავებენ,საქმე მართლა არ გაქვს,თუ ჩვენს ნერვებზე თამაშობ?

16:33 | 02.05.2014
ირაკლი1986 (2288)

სასწაულია პრემიერ ლიგა მოგებული აქ უკვე ქართველს)))))))))))))))))

15:31 | 02.05.2014
ხულოელი (85)

აწი რა მამკლასს

15:01 | 02.05.2014
Izik Kikàvà (31)

პიზდეც

14:54 | 02.05.2014
BEERTRANCE (97819)

ვაჰაჰაჰაჰაჰ, მალტის დუბლი

13:54 | 02.05.2014
levani82 (41682)

აი დღეს რა გამეხარდებოდა-თქო ) და აი ვალეტას დუბლი შეუსრულებია

13:47 | 02.05.2014
Lucky Luciano (3296)

ავოეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

13:15 | 02.05.2014
luka_Alpachino (157)

მაგრად გააძლიერეს ქართველებმა ეს გუნდი....ლიგაზე გასასვლელად იბრძოლებენ ზაფხულიდანგადაიყვანოს 1 წლით ჟორდანიამ ისეთი ქართველები ვისაც პრაქტიკა არ აქვს ლობჟანიძე კობახიძე გვალია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066622