ფეხბურთი

13:45 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები სომხეთსა და უზბეკეთში

 

სომხეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში, ერევნის “ბანანცმა”, რომლის ღირსებასაც უჩა გოგოლაძე იცავს, შინ “პიუნიკს” 1:0 აჯობა. ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს.

გოგოლაძე “ბანანცში” ზამთარში გადავიდა და ჩემპიონატში ჩატარებულ 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ერევნელებს 31 ქულა აქვთ და 8-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იმყოფებიან.

კაფანის “განძასარმა” სტუმრად ერევნის “არარატთან” ქულა აიღო – 0:0. შოთა ჯიქია, რომელიც ტრავმირებულია “განძასარის” 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. კაფანელებს 24 ქულით მე-5 პოზიციაზე არიან.

“ულისესი” შინ “შირაქთან” 0:2 დამარცხდა. თენგიზ უგრეხელიძე, რომელსაც მიმდინარე სეზონში იშვიათად ათამაშებენ, მასპინძლების სათადარიგოთა შორისაც ვერ მოხვდა. “ულისესი” 13 ქულით მეშვიდეა.

“ბუხარას” დაუბრუნდა გიორგი კვესიეშვილი, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი “ოლმალიქში” გაატარა. უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-2 ტურში ბუხარელებმა “ნოვბახორთან” 0:2 წააგეს და ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

0.103084