ბულგარეთის ქალაქ ალბენაში სტარტი აიღო საჭადრაკო ტურნირმა "ALBENA MASTERS", რომელშიც 123 მონაწილესთან ერთად, ხუთი ქართველიც ჩაება – აკაკი შალამბერიძე (2333), ალექსანდრე ყაშაშვილი (2299), თამაზ მგელაძე (2195), იური ჩიქოვანი (2157) და ვახტანგ ჩიქოვანი (2069).
3 ტურის თავზე ქართველთაგან საუკეთესო შედეგი – 2.5 ქულა ყაშაშვილს გააჩნია, რომელიც ლიდერთა ხუთეულს მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩება, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით 21-ე ადგილზეა.
შალამბერიძე 2.0 ქულით 31-ეა, ჩიქოვანსა და მგელაძეს თითო-თითო ქულით, შესაბამისად, 74-ე და 82-ე პოზიციები უკავიათ, ჩიქოვანს კი ჯერჯერობით 0 ქული აქვს და 110-ეა.
ზემოთ ლიდერთა ხუთეული ვახსენეთ და მისი წევრებიც ჩამოვთვალოთ: ჰრანტ მელკუმიანი (სომხეთი, 2642), ჰანს ტიკანენი (შვედეთი, 2566), ივან ჩეპარინოვი (ბულგარეთი, 2673), მომჩილ ნიკოლოვი (ბულგარეთი, 2553) და პონტუს კარლსონი (შვედეთი, 2531).
ალბენას ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და 3 ივნისს დასრულდება, საპრიზო ფონდი კი 40 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებულს 6 ათასი ერგება.




