ფეხბურთი

19:15 | 21.07.2014 | ნანახია 6739 - ჯერ

ქართული შემოტრიალება: 1. "ამერი", 2. "დილა"...

 

ევროტურნირების ისტორიაში ორჯერ იყო შემთხვევა, როცა ქართულმა კლუბმა პირველი შინ წაგებული მატჩის შემდეგ მაინც გაიკვლია შემდეგი ეტაპისკენ. ეს მხოლოდ ორმა გუნდმა მოახერხა: 2006 წელს თბილისის "ამერმა" და 2012 წელს გორის "დილამ".

"ამერმა" უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ 0:1 წააგო სომხურ "ბანანცთან" და საპასუხო მატჩშიც მარცხდებოდა, მაგრამ მე-60 წუთზე რატი წინამძღვრიშვილმა გაათანაბრა, ხოლო ორ წუთში დენის დობროვოლსკიმ მეორე გაუტანა სომხებს და 1:2. გიორგი ჩიხრაძის გუნდი სტუმრად გატანილი გოლით გავიდა შემდეგ ეტაპზე, სადაც ბერლინის "ჰერტას" ღირსეულად ებრძოლა – სტუმრად ბოლო წუთზე გაუშვა გოლი (0:1), ხოლო შინ ორჯერ უგებდა გერმანელებს და საბოლოოდ 2:2-ს დასჯერდა.

საინტერესო ისტორია: "ბანანცთან" შინ მარცხის შემდეგ, "ამერის" პრეზიდენტმა ზურაბ ფოცხვერიამ გუნდის კაპიტან გიორგი დავითნიძეს ანახა... შვეიცარიაში გასამგზავრებელი ორი ბილეთი იქ წილისყრა უნდა გამართულიყო მომდევნო ეტაპისა. ფოცხვერიამ წინასწარ აიღო ბილეთები თავისთვის და კლუბის გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბზიკაძისთვის. რა თქმა უნდა, ამ ბილეთებს ვერ დააბრუნებდა და ეს გუნდის ფეხბურთელებმა შეიტყვეს.  

ესეც მოტივირების ძალიან კარგი ხერხი იყო და საბოლოოდ, მშვენივრადაც გაჭრა. "ამერმა" სომხეთში მოიგო, გავიდა. ასე რომ, ფოცხვერია და ბზიკაძე წილისყრაზე ტყუილად არ წასულან...

"ამერი" "პირველი მერცხალი" იყო, რომელმაც გვაცნობა, რომ შინ წაგებული მატჩის შემდეგ, გასვლა შეიძლება. მეორედ კი ეს გორის "დილამ" მოახერხა შარშანწინ: ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე "დილა" თბილისში 0:1 დამარცხდა კვიპროსულ "ანორთოსისთან". თბილისური თამაშის მიხედვით ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ თემურ შალამბერიძისა და გია ცეცაძის გაწვრთნილები გასვლაზე სათავისოდ შემოატრიალებდნენ ბედს. რეალობა კი სხვა იყო.

კვიპროსზე პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი მათე ვაწაძემ გახსნა ანგარიში. საერთო ჯამში ანგარიში გათანაბრდა და დამატებითი დროისკენ მიდიოდა საქმე, მაგრამ მე-80 წუთზე ლაშა სალუქვაძემ თავით 0:2 გახადა ანგარიში, ორ წუთში ვაწაძემ ლამაზი გოლი მიითვალა და 0:3.

მატჩი ვერ დასრულდა, რადგან კვიპროსელმა ფანებმა სტადიონი დალეწეს, სკამებს ცეცხლს უკიდებდნენ და უმართავი სიტუაცია შეიქმნა. მსაჯმა თამაში შეწყვიტა. "დილას" 3:0 მოგება ჩაეთვალა.

ასევე, ერთხელ "ზესტაფონი" იყო ძალიან ახლოს: 2009 წელს ჰენრიკ ლარსონის "ჰელსინგბორგთან" შინ 1:2 წააგო და გასვლაზე 2:0-ს იგებდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებიულ წუთებზე გაუშვა გოლი და დამატებით დროში გადაიყვანა საქმე, იქ კი შვედებმა ერთი უპასუხო ბურთი გაიტანეს და საბოლოოდ, გავიდნენ კიდეც შემდეგ ეტაპზე.

მოკლედ, კინაღამ "ზესტაფონმაც" მოახერხა, თუმცა კინაღამ არ ითვლება და ისტორიას შემორჩა 2 შემთხვევა – "ამერისა" და "დილასი". იქნება მესამე თბილისის "დინამო"? საქართველოს ჩემპიონს შინ 0:1 აქვს წაგებული ყაზახურ "აქტობესთან", წინ კი საპასუხო მატჩია და ვნახოთ.


კომენტარები (52)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:56 | 23.08.2014
3 სავანელი (1199)

კაი გუნდი იყო ამერი. რუსეთის ფინანსურ კრიზისს ემსხვერპლა

12:53 | 30.07.2014
vaucheri.ge (8)

stripslashes((strlen('http://www.vaucheri.ge/')>0?'http://www.vaucheri.ge/':'http://www.vaucheri.ge/'))

01:17 | 23.07.2014
gio fcdb1923 (144)

Aqtobe 1:3 dinamo...sp 0:0 zesta(2:4penaltebit)...chikhura 1:1 bursa(samwukharod)

18:58 | 22.07.2014
oto_oto (3739)

დინამო იგებს 3-0, ზესტაფონი 3-1, ჩიხურა 2-1

14:46 | 22.07.2014
rock (24)

რატომღაც მეც მასე მგონია,რომ დინამო გავა ორი მატჩის ჯამში.წარმატებები ბიჭებს!

11:32 | 22.07.2014
Nugo Gvasalia (18)

დედას უტირებს აკტობეს.

10:50 | 22.07.2014
dinamotb1925 (1350)

---------------------------------ლორია-
-ხურცილავა---დოსოუდილი--თოთაძე----შერგელაშვილი-
-------------------------პაპავა----ცინცაძე-----------------
----გრიგალაშვილი------------------------მერებაშვილი-
----------------------------ჩისკო--მარცვალაძე----------

ესაა ყველაზე ოპტიმალური სასტავი გუჯა არ უნდა ამოაგდოს ყველაზე მეტი მომენტი გუჯამ შექმნა

10:20 | 22.07.2014
braziliano84 (1301)

ამერი მართლა მაგარი გუნდი იყო,რამდენჯერ გაგვამწარა თასის ფინალში,მარა, მაინც გული დამწყდა რო დაიშალა...

09:13 | 22.07.2014
zesta_fani (1290)

Zestafoni,ameri,samtredia,guria,torpedo,am gundebs kargi dafinanseba rom hqondes yoveltvis gveyoleboda evroturnirebze gundi,magram dinamos garda yvela fexebze hkidia yvelas.

09:12 | 22.07.2014
zesta_fani (1290)

Isic agsanishnavia,rom ert gunds milionebi shetenes romelic verafershi gamoiyenes da meores saertod aravin daexmara.

04:56 | 22.07.2014
დიტო (14812)

აკტობე აკტობე

09:48 | 22.07.2014
BEERTRANCE (97819)

მიდი დიტო

04:55 | 22.07.2014
დიტო (14812)

აკტობე აკტობე

04:55 | 22.07.2014
დიტო (14812)

აკტობე აკტობე

04:55 | 22.07.2014
დიტო (14812)

აკტობე აკტობე

04:55 | 22.07.2014
დიტო (14812)

აკტობე აკტობე

03:08 | 22.07.2014
დროგბა (16450)

admin tumca agsanishnia rom orive gundi daishala

01:02 | 22.07.2014
akhali (10761)

stripslashes((strlen('http://fcdinamo.ge/ge/news/?n=2921')>0?'http://fcdinamo.ge/ge/news/?n=2921':'http://fcdinamo.ge/ge/news/?n=2921'))

00:59 | 22.07.2014
akhali (10761)

Shevche
თუმცა ჯორდა არ ვიცი-რა დონეა?ა ფორმაშია?

07:39 | 22.07.2014
Shevche (15054)

განსაკუთრებული არაფერი, მარა მეორე სართულს ვუოზე კარგად იგებდა..

00:21 | 22.07.2014
akhali (10761)

gigatrancer
ის გუნდი ერთ ზაფხულს დამთავრდა(შსს მიერ შექმნილი)-ანართოსისი და ორჰუსი გააგდეს.კარგი გუნდი იყო ,დარასელია მწვრთნელად...მერე ივანაუსკასი...
მე მხედველობაში მაქვს უკვე შარშან ზაფხულში ახლიდან ჩამოყალიბებული,დევდარიანი მწვრთნელად.აქ უკვე შსს არაფერ შუაში არ იყო.ამ შემთხვევაში შარშანდელი ხელისუფლების(ვინ იყო შარშან გორში?),კიდევ ვიღაც გაურკვეველი ხალხი(რამდენიმეჯერ) ერეოდა და პრაქტიკულად გააუქმეს კლუბი...

00:41 | 22.07.2014
BEERTRANCE (97819)

კი და ამიტომაც არასწორი უწყების ჩამოყალიბებული გუნდი. მოკლევადიანი შედეგი იქნება, მაგრამ არა გრძელვადიანი.

00:58 | 22.07.2014
akhali (10761)

ის სხვა შემთხვევა იყო და შარშან მერაბიშვილი იჯდა. მერაბიშვილი ციხიდან დევდარიანს შემადგენლობას კარნახობდა?შარშან ვინ იყო და დღეს ვინაა როგორც კლუბ,,დილას,,,ასევე გორის ხემძღვანელი?

01:20 | 22.07.2014
BEERTRANCE (97819)

მაგას რა მნიშვნელობა აქვს რო სახლის ფუძე ცუდადაა გაკეთებული რაც არ უნდა კარგად დააშენო (ცუდად მითუმეტეს) არ ივარგებს საბოლოოდ.

23:41 | 21.07.2014
panula (1142)

იქნება იქნება აუცილებლად. დინამო მესამე!1 და მერე რევანში რუმინელებთან

23:32 | 21.07.2014
leo-dzia (5520)

აფსუს დილა, აფსუს დილა შეენარჩუნებიამ მაგ გუნდს სტაბილურობა აქამდე დაგვაგემოვნებინებდა უკვე ჯგუფურ ეტაპს... და ამერი ხომ ვაფშე, ეგრე არცერთ გუნდზე გული არ დამწყვეტია
წარმატებები დინამოს ხვალ...

23:33 | 21.07.2014
BEERTRANCE (97819)

არასწორად რო იყო ჩაყრილი საფუძველი იმის ბრალია.

23:43 | 21.07.2014
akhali (10761)

დევდარიანი როგორ გააშვებინეთ?მოიკითხეთ გულშემატკივრებმა რა ხდებოდა გუნდში და მის გარშემო(დევდარიანთან)?თუ ისევ ჩაერევიან მწვრთნელის კომპეტენციაში სამწუხაროდ დილას უკეთესი არ გახდება(მინიმუმ-და ალბათ უარესი).დევდარიანმა ოლბორგი(ჩემპიონთა ლიგაზეა!)და ჰაიდუკი გამოაგდო(რომელ ქართულ კლუბს მიუღწევია ერთ გათამაშებაში?)და გუნდში არ ამუშავეს

00:03 | 22.07.2014
BEERTRANCE (97819)

ეგ ვიგულისხმე, შექმნეს ხელოვნურად გუნდი ახირების საფუძველზე, და იმ ამხირებლის ჭკუაზე იყო ყველაფერი.

23:20 | 21.07.2014
Shevche (15054)

პაპავა-ცინცაძე მანახეთ ერთხელ ერთად, ცენტრში. რა მოხდება?
ორივე ძალიან მაგარი ბიჭია, მებრძოლი და ტექნიკური. რად გინდათ ძარიები და გორგიაშვილები და მსგავსი ჯაგები.
ისე, ძარია ისეთი ,,კლასნია", კარში რომ ურტყამს, ხერხემალში ტყდება ხოლმე

23:16 | 21.07.2014
Shevche (15054)

ბილეკ, ეს სასტავი დააყენე და ვიგებთ!!!

________________________ლორია_______________________
____ხურცილავა___გველესიანი___დოსოუდილი___თოთაძე____
_________________პაპავა__________ცინცაძე_______________
_____________________პაპუნაშვილი______________________
________ჩისკო______________________მარცვალაძე_________
_______________________ჯორდა________________________


4-3-3.

23:57 | 21.07.2014
akhali (10761)

ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობაა

00:08 | 22.07.2014
Shevche (15054)

მეც მასე ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალური ეგაა.

23:01 | 21.07.2014
რაჭა (10043)

სხვათაშორის "სტიაუას" მწვრთნელი, მეტოქედ, დიდი ალბათობით მაინც "დინამოს" განიხილავს...გამარჯვებები "დინამოს"!!!!!

22:59 | 21.07.2014
levani1980 (15)

სიჭინავა მიდი აბა სცადე და მოკვდი იქნებ ეშველოს ქართულ ფეხბურთს

22:58 | 21.07.2014
levani1980 (15)

ფედერაციის პრეზიდენტმა თავი მოიკლას და შეიძლება გავიდეს დინამო

23:02 | 21.07.2014
რაჭა (10043)

სიჭინავა ამ კონკრეტულ თამაშტან რა კავშირშია???

22:38 | 21.07.2014
akhali (10761)

კარგია ოპტიმიზმი და მეც ოპტიმიზმით ვარ გამსჭვალული....
მაგრამ -საერთოდ რატომ არ წაიყვანეს შეკრებაზე კაკაბაძე?

22:24 | 21.07.2014
abuka (1007)

მიუხედავად დიდი გაბრაზებისა და მეტჯერ დინამოს თამაშის არყურების აღთქმის დადებისა,ხვალ მაინც მჯერა დინამოს მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის დინამო დინამო დინამოოოოოოოოოოო

22:33 | 21.07.2014
BEERTRANCE (97819)

იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმა, იმედია აგვიხდება

22:14 | 21.07.2014
Babajuju (2597)

არამგონია ამათმა "ამერი"-"დილას"-ს მიბაძონ.

21:51 | 21.07.2014
dattt (561)

დინამო გადის შემდეგ ეტაპზე. არ უნდა ამას ბევრი ლაილაი,დადეთ დინამოს მოგებაზე

22:23 | 21.07.2014
BEERTRANCE (97819)

რავი იმედია

21:36 | 21.07.2014
akhali (10761)

ჩეხი მწვრთნელი მეეჭვება გამართლებული იყოს ქართული კლუბისთვის, მამომავლის პერსპექტივით ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისთვის .იმედი მქონდა,რომ მოკლე პერსპექტივაში შეიძლება გამართლებულიყო,დღევანდელ დინამოს ფეხბურთელებს ფიზიკაში პროგრესი ექნებოდათ და აქტობეს მაინც გაცდებოდნენ.მაგრამ რაც ვნახე საშინელება იყო!ტაქტიკა იყო ფაქტიურად 5-4-1,წამიერად როგორც ბურთს დაკარგავდნენ!არავითარი პრესინგი მეტოქეს,ტექნიკით ისედაც კარგა ხანია ვერ გამოვირჩევით.შეტევა?გრძელი პასი ვუოზე,ვუო ცდილობს ბურთის შენარჩუნებას,ან აუტის მოგებას და მერე იწევს გუნდი.შემადგენლობა-ცინცაძეს რომ კლასით,ბურთის ფლობით,კონტროლით ვერავინ ვერ ჯობს გუნდში,ამას რომ მწვრთნელი ვერ ხედავს,მე მის კვალიფიკაციაში ძალიან დიდი კითხვები მიჩნდება. ფეხბურთის ხედვა აშკარად შორსაა თანამედროვე და ქართული ფეხბურთიდან!სუფთა რუსულ-ჩეხური ფეხბურთი(კოლერი ცენტ.თავდამსხმელი,მაგრამ კოლერს პობორსკი,ბაროში,ნედვედი,შმიცერი და სხვა ბურთის მიმტანიც თუ ჩამწოდებელი ყავდა).
და ბოლოს რაც ერთადერთი იმედი მქონდა ,რომ ფიზიკაში გუნდი მოუმეტებდა ,ისიც გაქარწლდა.მხოლოდ 10 წუთი იყო შედარებით მაღალი ტემპი,ისიც შედარებით,თორემ ეს არ იყო აშკარად სასუველი სისწრაფეები(ფაქტი გოლი ვერ გავიტანეთ და არც ბლომად მომენტები შეგვიქმნია)
რაც შეეხება ვუო თუ მარცვალაძეს...საკონტროლო თამაშებში ცუდი არ იყო ვუო და თუ ვუო შესაცვლელია მხოლოდ რაფათი(სათადარიგოდ მოყავს დინამოს ლეგიონერები?ძალიან მდიდარი კლუბია?).ვოუ მორმალურად თამაშობდა,ბურთს ინარჩუნებდა,იმ იშვიათ შემთხვევაში,როცა ის მასთამ მიდაღწევდა,მაგრამ ეს იშვიათი იყო!დინამოს ბურთის ფლობა იყო 44%!!!ეს კატასტროფაა!!!საკუთარ მოედანზე,ევროტურნირის პირველ მატჩში(როცა აუცილებელია მოგება)ყაზახეთის აქტობესთან ბურთის ფლობა მხოლოდ 44%?!ეს არც ქართული ფეხბურთია და არც არანაირი, და საერთოდ შორსაა თანამედროვე ფეხბურთის განვითარების ტენდეციებისგან.უტკინმა 81წლის თბილისი დინამოს შეადარა ბარსელონა!დინამო 81-ს თბილისშიც და სტურადაც ბურთი ეჭირა!კონტროლი ბურთზე და თამაშზე!!!

21:23 | 21.07.2014
Kala94 (6114)

იმ დორინდელი ამერის და დილას დონის გუნდს საქართველოში დრეს ვერ ვხედავ სამწუხაროდ.. არადა რა დრო იყო წარმოიდგინეთ ხალხო ბუდნესლიგის გუნდმა რის ვაი ვაგლახით გამოაგდო ერთი რიგირთი ქართული გუნდი...

21:25 | 21.07.2014
ჩიჩარიტო (18039)

რაზემამბობ ბუნდესლიგი გუნდმა ქართული გუნდი გამოაგდოო?

21:27 | 21.07.2014
Kala94 (6114)

სტატია არ წაგიკითხავს?

21:29 | 21.07.2014
ჩიჩარიტო (18039)

ხო ჰერტაზე არ წამიკითხავს აქამდე.

21:32 | 21.07.2014
Kala94 (6114)

stripslashes((strlen('http://www.uefa.com/uefaeuropaleague/season=2006/matches/round=2363/match=84589/index.html')>0?'http://www.uefa.com/uefaeuropaleague/season=2006/matches/round=2363/match=84589/index.html':'http://www.uefa.com/uefaeuropaleague/season=2006/matches/round=2363/match=84589/index.html'))
0?'>http://www.uefa.com/uefaeuropaleague/season=2006/matches/round=2363/match=84590/index.html':'>http://www.uefa.com/uefaeuropaleague/season=2006/matches/round=2363/match=84590/index.html'))
აქ მოგებაც შეგვეძლო უბრალოდ გასასვლელად 2 ბურთით მოგება გვინდოდა.. შეტევაზე წასულები კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს და გაგვიტანეს..

21:35 | 21.07.2014
ჩიჩარიტო (18039)

აქედან მახსოვს ბოლქვაძე დოლიძე დობროლოვსკი წინამძღვრიშვილი ჩიკვილაძე, მართლა კარგი გუნდი იყო

21:38 | 21.07.2014
Kala94 (6114)

ეგეთი გუნდის დაშლას რომ დავუშვებთ, ღირსები ვართ რაც დღეს ხდება..

21:25 | 21.07.2014
zidane&master (923)

ევროსპორტმა აჩვენა ლაივში მახსოვს

21:22 | 21.07.2014
saqme (2310)

მარცვალა ,ის ესპანელი 11 ნომრით რომ იყო და ჩისკო რო გამოიყვანა მეორე ტაიმში დინამომ აშკარად აჯობა აკტობეს და მე რარაც მგონია ,რომ თუ სასტავში დააყენა ესენი და პლიუს ცინცაძე და პაპუნაშვილი მე იმედი მაქვს

21:16 | 21.07.2014
saqme (2310)

ervandi (58) stripslashes((strlen('http://1tv.ge/schedule/day/23-07-2014')>0?' http://1tv.ge/schedule/day/23-07-2014':' http://1tv.ge/schedule/day/23-07-2014'))

21:11 | 21.07.2014
ჩიჩარიტო (18039)

მახსოვს ამერი გლდანელების სიამაყენ იყო. 3დან 2 თაისი ფინალი მოვუგეთ ზესტას. ტატანაშვილი წინამძღვრიშვილი დოლიძე და კიდე რამდენიმე სერიოზული იგროკი გვყავდა

18:57 | 22.07.2014
oto_oto (3739)

აბა ნერვები მქონდა დაწყვეტილი 1 ტიტული მინდოდა და 2-ჯერ ზედიზედ მელა დარჩა მშიერი.. მერე კი მოგიგეთ!

21:23 | 21.07.2014
zidane&master (923)

მაგარი გუნდი ყავდათ

21:02 | 21.07.2014
miriani (2665)

uuuf ar getkinat araperi dinamom ver moigos mag y le treneris xelshi

21:00 | 21.07.2014
miriani (2665)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

20:58 | 21.07.2014
ervandi (232)

2 tamasshi aqtobes goli tu ver gautanet martla araferi gvesakmeba

20:49 | 21.07.2014
ervandi (232)

dinamos tamashs achveneben ar iciit?

21:05 | 21.07.2014
BEERTRANCE (97819)

მემგონი კი

20:51 | 21.07.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი. "აქტობე" - "დინამო", თბილისი
პირდაპირი ტრანსლაცია

20:50 | 21.07.2014
zidane&master (923)

კი აჩვენებს პირველი არხი

20:49 | 21.07.2014
მადრიდისტა (17021)

არ მჯერა რომ რამეს ვიზამთ სამწუხაროდ

20:53 | 21.07.2014
zidane&master (923)

არ გვჯერა მაგრამ ყველას გვინდაDDDDDDDDDDDDDD

21:05 | 21.07.2014
BEERTRANCE (97819)

გვინდა მარა

20:54 | 21.07.2014
მადრიდისტა (17021)

რათქმაუნდა თუ სადმე აჩვენეს ყველა ჩაუჯდებით და კიდევ ერთხელ დავტანჯავთ ნევრებს

მეტის ნახვა
0.066727