ჭადრაკი

15:30 | 17.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სამეული რაშის სათავეში რჩება

ირანის ქალაქ რაშში მიმდინარე ქალთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველი მოჭადრაკეები კვლავაც მოწინავეთა რიგებში რჩებიან.
7 ტურის შსემდეგ, 6.5 ლიდერობს ნინო ბაციაშვილი (2309), მეორე ადგილზე 6 ქულით სოფიკო ტერელაძეა (2206), შემდეგ კი შვიდი გუნდისგან შემდგარი ჯგუფი მოდის, რომელთა შორის ალექსანდრა ვახანიაც (2183) იმყოფება. ამ შვიდეულის აქტივში 5.5.-5.5 ქულაა.
მე-8 ტურში ცენტრალური ვახანიასა და ბაციაშვილის შეხვედრა იქნება, ტერელაძე კი აზერბაიჯანელ ასაგაროვას (1935) იქნება.
რაშშივე გრძელდება ვაჟთა ტურნირიც, რომელიც რამდენიმე კატეგორიად გახლავთ დაყოფილი. A კლასში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ, 5-5 ქულით ათეულში იმყოფებიან გაიოზ ნიგალიძე (2462) და დავით ბენიძე (2491).
დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 13. მალხაზ სულაშვილი (2497) – 4.5; 22. დავით ლომსაძე (2351) – 4; 29. დავით მაღალაშვილი (2473) – 4; 31. კონსტანტინე შანავა (2551) – 4; 32. ბაჩანა მორჩიაშვილი – 4; 43. მერაბ გაგუნაშვილი (2582) – 3.5; 47. აკაკი შალამბერიძე – 3; 48. ვალერი გაფრინდაშვილი (2433) – 3; 60. ივერი ჭიღლაძე (2400) – 2.5;
B კლასში გიგა ყუფარაძე (2347) 6.5 ქულით მე-2 ადგილზეა, თამაზ მგელაძე (2296) კი 5.5 ქულით მეცამეტეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092142