პოლონეთის ქალაქებში ჩოტოვასა და ჩარნაში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა 20-წლამდე მოჭადრაკეთა შორის. ვაჟთა ტურნირის 122 მონაწილეს შორის ერთადერთი ქართველი დავით ლომსაძეა (2364), ხოლო გოგონებში 81 მოჭადრაკეს შორის სოფიკო გურამიშვილი (2298) და ნანი უნაფქოშვილიც (1997) იმყოფებიან.
2 ტურის თავზე გურამიშვილს 1.5 ქულა გააჩნია და 21-ე ადგილზე იმყოფება, უნაფქოშვილი კი 0.5 ქულით მესამოცეა. ორივე პარტია ყაიმით დაასრულა ლომსაძემ, რომელიც 1.0 ქულით 39-ე საფეხურზე დამკვიდრდა.
მე-3 ტურში გურამიშვილი აზერბაიჯანელ აბდულას (2193) ეთამაშება, უნაფქოშვილი – შვედ აგრესტს (2174), ხოლო ლომსაძე – ჰოლანდიელ სპოელმანს (2580). სამივე ჩვენებური შავი ფიგურებით გაირჯება.
მსოფლიოს ჩემპიონატი 13 ტურად მიმდინარეობს, ბოლო ტურის შეხვედრები კი 16 აგვისტოს გაიმართება.







