რუსეთში "რუბინმა" გასვლაზე 1:2 წააგო "ყუბანთან" და მეცხრე საფეხურზეა. საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მამუკა კობახიძე სათადარიგო გახლდათ.
პირველ დივიზიონში "სკა-ენერგიამ" შინ 2:0 სძლია "ბალტიკას". პირველი გოლი გოგიტა გოგუამ გაიტანა – 47-ე წუთზე პენალტით. გოგუას გარდა, "სკა-ენერგიას" ქართველთაგან ითამაშეს კახა ალადაშვილმა (70 წუთი) და გუჯა რუხაიამ (შეუცვლელად).
ლიდერმა "ტოსნომ" 1:0 აჯობა "ტიუმენს". ნუკრი რევიშვილმა და გიორგი ნავალოვსკიმ შეუცვლელად ითამაშეს, ოთარ მარცვალაძე შესვენებისას შეცვალეს, ხოლო მიხეილ გორელიშვილმა 70-ე წუთზე დატოვა მოედანი.
"სახალინმა" სანკტ-პეტერბურგის "დინამოს" გასვლაზე 1:0 სძლია. სტუმართა გუნდში გიორგი კახელიშვილი არ გამოჩენილა, რადგან ტრავმა აქვს, ხოლო გოჩა ხოჯავა და ზურაბ არზიანი სასტარტოში იყვნენ და მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში შეიცვალნენ. "სახალინი" მე-15 ადგილზეა.
უკრაინაში "ილიჩივეცმა" გასვლაზე წააგო დონეცკის "მეტალურგთან" (0:3) და ბოლო ადგილზე დარჩა. "ილიჩივეცს" უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო კვლავ არ დაბრუნებია დავით თარგამაძე, სამაგიეროდ, ამ გუნდში 19 წლის ქართველმა ითამაშა – მცველმა ზურაბ ოჩიგავამ. ეს მისი დებიუტი იყო უკრაინის პრემიერლიგაში.
უნგრეთში "დიორმა" გასვლაზე 3:2 სძლია "ნირედიჰაზას" და მეშვიდე ადგილზეა. გიორგი ქვილითაიამ ბოლო 13 წუთი გაატარა მინდორზე. შეხსენებისთვის, ოთხი დღის წინ, თასის შეხვედრაში "დიორმა" 4:1 იმარჯვა დიორმოტ-თან და ქვილითაიამ დუბლი შეასრულა.
ისრაელში დავით კირკიტაძის "ირონი ტიბერიასმა" შინ 0:1 წააგო ქვარ-სავას "ჰაპოელთან" და მეორე ლიგაში მე-13 ადგილზეა. კირკიტაძემ 90 წუთი ითამაშა.
ქართული გოლები გავიდა შედარებით სუსტ ჩემპიონატებში: სომხეთში "ულისესმა" გასვლაზე 2:1 მოუგო "შირაქს" და გამარჯვებულთაგან ზამირ ჯანაშიამ და გიორგი ხუბუამ გაიტანეს. ასევე "ულისესშია" დავით ხურციძეც. ქართველთა გუნდი 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს ჩემპიონატს.
ესტონეთში "ლოკომოტივმა" "ტრანსს" 3:2 სძლია და გადამწყვეტი გოლი 85-ე წუთზე ლაშა ნავერიანმა გაიტანა. ნავერიანი 24 წლის ფორვარდი გახლავთ.
ალბანეთში "ფლამურტარიმ" გასვლაზე 2:0 სძლია "ენბასანის" და ნიკა გელაშვილმა გაიტანა 90-ე წუთზე. საქართველოს ნაკრების ფორვარდს 5 მატჩში 2 გოლი აქვს აქტივში, "ფლამურტარი" კი ლიდერობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაროჩე აღარ წავიიკიითხავ აწი ესეთ ამბებს ვსოო
ქართული გოლები გავიდაო შედარებით სუსტ ჩემპიონატებშიო, თორე მანამდე ხომ დაგლიჯეს ინგლისში და ესპანეთში
დღეს ვერც ჯანომ, ვერც ოქრიმ საერთოდ ვერაფერი გააკეთეს.. ორივე თამაშს ვუყურებდი, ერთს ნეტში, მეორეს ტელევიზორში, ჯანოს იმედი იმდენად არც მქონდა, ამოვარდნილია ფორმიდან, ოქრიაშვილმა კიდე რაც გენკში გადავიდა მგონი ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა.. დანარჩენებიდან, ყენია უგუნდოდაა, ჭანტურიას თავს რა ხდება თვითონ არ იცის, ყაზაიშვილი გადავიდა ზამენაზე.. მოკლედ რა.. :@
გოგიტა გოგუა რაღა ლეგიონერია წგ ნაკრებს ვერ ეღირსება სანამ ქეცბაიაა. ქეცბაია კიდევ ცოცხალი თავით არ წავა ნაკრებიდან
ეხლა ჯანოს და ოქრის თამაშებია
მუსკრონი-გენკის ლინკი ...
ტელევიზორშია საკაბელოზე
Xო არ იცით ფენკის თამაშის ნორმალური ლინკი ?
წარმატებები
მიდით ბიჭებო მეტი გოლები