ლატვიაში, მამუკა ღონღაძის "ილუკშტესმა" შინ 1:3 წააგო "სპარტაკსთან". დამარცხებულთაგან გოლი სწორედ ქართველმა ფორვარდმა გაიტანა, კერძოდ, მე-7 წუთზე გახსნა ანგარიში. "ილუკშტესი" 10 გუნდს შორის მე-9 ადგილზეა.
ბელარუსში ბრესტის "დინამომ" შინ 1:0 აჯობა "ბელშინას" და გადამწყვეტი გოლის ავტორი უჩა გოგოლაძე გახდა. გოგოლაძემ 39-ე წუთზე გაიტანა. უჩა 66-ე წუთზე შეცვალეს. სასტარტოში იყო მისი თანაგუნდელი დათა სიჭინავაც, რომელიც მე-80 წუთზე დაასვენეს. 12 ტურის შემდეგ, ბრესტელები მერვე საფეხურზე არიან.
ფინეთში ირაკლი სირბილაძის "ინტერმა" შინ 0:0 ითამაშა "მიუპასთან" და 12 ტურის შემდეგ, მეათე ადგილზეა. სირბილაძე შეუცვლელად გაისარჯა.