ფინეთის საფეხბურთო იუკონენლიგაში (პირველი ლიგა), თავი “კოოტეპეს” მცველმა გიორგი ოსიტაშვილმა გამოიჩინა. მისმა გუნდმა, 26-ე ტურში “ოულუნ პალოსეურას” უმასპინძლა და 5:0 გაიმარჯვა. ქართველმა მცველმა ორი ტაიმი ითამაშა და 85-ე წუთზე ანგარიში 4:0 გახადა. “კოოტეპეს” 44 ქულა აქვს და 10 გუნდში მესამეა. 28 წლის ოსიტაშვილმა, მიმდინარე სეზონში 23 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
ამავე ტურში, იუკონენლიგაში კიდევ ერთი “ქართული” გოლი გავიდა, რომლის ავტორი კახა სამსონია აღმოჩნდა. გათამაშების აუტსაიდერმა “კაიაანიმ”, შინაურ კედლებში იიპპო-ს 4:0 სძლია და სამსონიამ მოწინააღმდეგის კარი მე-80 წუთზე აიღო, რის შემდეგ, “კაიაანი” ორი ბურთით დაწინაურდა. სამსონიას გუნდს 17 ქულა აქვს და ბოლო, მე-10 პოზიციაზეა. 27 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, ამ სეზონში “კაიაანიში” 23-ჯერ ითამაშა და 5 გოლი მიითვალა.
ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) 22-ე ტურში, დაუგავპილსის “დაუგავამ”, სადაც სამი ქართველი ლეგიონერი გამოდის, საკუთარ მოედანზე ლიეპაიას “მეტალურგსს” 1:0 აჯობა.
განვლილი მატჩი, მამუკა ღონღაძემ და გიორგი ჩიხრაძემ სრულად ჩაატარეს, ხოლო მათ მსგავსად სასტარტოში მყოფი ბიძინა ცინცაძე 86-ე წუთზე შეცვალეს. ღონღაძემ 76-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. დაუგავპილსელებს 42 ქულა აქვთ და 10 გუნდში მე-3 ადგილზე იმყოფებიან.
ლიტვის A ლიგის 31-ე ტურში, გარგჟდაის “ბანგა” სტუმრად პანევეჟისის “ეკრანასთან” 0:2 დამარცხდა. გარგჟდაელთა ქართველი ლეგიონერებიდან, ვაჟა ბედოიძემ თავიდან ბოლომდე იასპარეზა, თამაზ ჩარგეიშვილი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, ხოლო ირაკლი ღერკენაშვილი თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო, ბექა კობიაშვილი კი 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ბანგას” 30 ქულა აქვს და 9 გუნდში მეექვსეა.
“ტაურასი” თავის მოედანზე “ჟალგირისთან” 0:3 დამარცხდა. მასპინძლებში ირაკლი თვალავაძე შეუცვლელად გაისარჯა, ხოლო გიორგი ჩარგაზია 58-ე წუთზე შეცვალეს. “ტაურასს” მხოლოდ 5 ქულა აქვს და გასაკვირი არაა, რომ ბოლო ადგილზეა.
უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგა) მე-12 ტურში, “მიკოლაევი”, რომლის ღირსებასაც გიორგი ჯგერენაია იცავს, გასვლაზე ალჩევსკის “სტალთან” 0:1 დამარცხდა. ქართველი მარცხენა მცველი შეუცვლელად გაისარჯა. “მიკოლაევს” 12 ქულა აქვს და 16 გუნდში მეთორმეტეა.
უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-20 ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა” საკუთარ მოედანზე “სოგდიანას” 4:3 აჯობა. გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში არ იყო გუნდის კაპიტანი კახა მახარაძე. “ფახთაქორს” 38 ქულა აქვს და 14 გუნდში მეოთხეა.
ყაზახეთის პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა “ატირაუმ”, შინ “ტობოლს” ვერ მოუგო – 0:0. მასპინძლებში გიორგი ფეიქრიშვილი 90 წუთი გაისარჯა. “ატირაუს” 21 ქულა აქვს და 12 გუნდში მერვეა.
“ჟეტისუმ”, რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის, სტუმრად “ტარაზი” 1:0 დაამარცხა და 16 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.
ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე თავკაცობს, შინაურ კედლებში იური სიომინის მიერ დამოძღვრილ “გაბალას” ვერ აჯობა – 0:0. “სიმურგს” 12 ქულა აქვს და 10 გუნდში მეექვსეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://youtamashi.com/moqmedebiti/3000-sa-mp-03c.html')>0?'http://youtamashi.com/moqmedebiti/3000-sa-mp-03c.html':'http://youtamashi.com/moqmedebiti/3000-sa-mp-03c.html'))
მახსოვს 11X11 აქვეყნებდა ხოლმე რუბრიკას ,,ქართველებმა რა ჰქმნეს,,რა კარგ ქვეყნებში გვყავდავფეხბურთელები.ეხლა კიდე ფინეთი,უზბეკეთი,უკრაინის და ლატვიის მეორე ლიგები.ასეთ გუნდებს არც ახსენებდნენ მაშინ.აი სად არის პრობლემა.ასეთ გუნდებიდან ფეხბურთელები ნაკრებს ვერასდროს გამოადგებიან.ან აზერბაიჯანიდან ვინ იძახებდა ფეხბურთელს.გიორგი ადამია ბრდღვნიდა თავის დროზე აზერებს მაგრამ ზუსტად არ მახსოვს აქვს თუ არა ნაკრებში ნათამაშები
ერთერთი გოლი
0?'>http://www.youtube.com/watch?v=X993XzGQcwM':'>http://www.youtube.com/watch?v=X993XzGQcwM'))