ფეხბურთი

17:16 | 29.10.2013 | ნანახია 1069 - ჯერ

“ქართული” გამარჯვებები უზბეკეთსა და ლატვიაში

უზბეკეთის საფეხბურთო უმაღლესი ლიგის 24-ე ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომელსაც კახა მახარაძე კაპიტნობს, სტუმრად ფერგანის “ნეფთჩის” 3:0 აჯობა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. “ფახთაქორს” 50 ქულა აქვს და 14 გუნდში მე-4 ადგილზეა.

“ოლმალიქმა”, რომელშიც გიორგი კვესიეშვილი ირჯება, თავის მოედანზე “გულისტონს” 5:3 აჯობა. ამპლუით მცველი კვესიეშვილი თავიდან ბოლომდე გაისარჯა. “ოლმალიქმა” 39 ქულა დააგროვა და მეხუთეა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) 25-ე ტურის დასკვნით მატჩში, რიგის “დაუგავამ” გასვლაზე “მეტტას” 2:0 მოუგო. გამარჯვებულებში გიორგი დიაკვნიშვილი პირველიდან ბოლო წუთამდე გაისარჯა. რიგელებს 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან.



კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:39 | 29.10.2013
M.U 2015 chven gulebshi darchebi (368)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

17:25 | 29.10.2013
paatabasket (1253)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150952
სარეკლამო ადგილი - 99
X x X