საქართველოს ღია პირველობის მორიგ ეტაპს ქართულ ჭიდაობაში კაკაბეთმა უმასპინძლა. მრავალრიცხოვანი ქომაგი ვერც კოკისპირულმა წვიმამ დააფრთხო და ლიანგიც არაერთი ლამაზი ორთაბრძოლით მოიხიბლა. შეჯიბრების ნამდვილ აღმოჩენად 17 წლის ლაგოდეხელი გიგი მუმლაძე იქცა, ვინაც 60 კგ.წონითი კატეგორიის რეიტინგ-ფავორიტის და მიმდინარე სეზონში პრაქტიკულად წაუგებლად მოასპარეზე ქარელელი გია გიუნაშვილის დამარცხება მოახერხა, სატიტულო შეხვედრაში კი გამოცდილ კასპელ რამაზ გუგულაშვილთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. გულშემატკივარის განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს მოქმედ ფალავან პაატა ღვინიაშვილის გამოსვლამ მიიპყრო. ქარელელმა მოჭიდავემ 90. კგ-ში იასპარეზა და ყველა მეტოქე უშანსოდ დატოვა. აღსანიშნავია, რომ მძიმე წონოსანთა შეჯიბრებაზე 40 წლის საგარეჯოელმა ჯამბულ მჭედლიშვილმა ახალგაზრდებს ტოლი არ დაუდო და ბრინჯაოს მედლის მოპოვებაც შეძლო. ბრინჯაოს მედალს ჯამბულის ვაჟი, კობა მჭედლიშვილიც დაეუფლა/80 კგ/. არაოფიციალურ ჩათვლაში შიდა ქართლის რეგიონმა 5-დან 4 ოქროს მედალი მოიპოვა, ქალაქებს შორის კი იდენტური შედეგებით პირველობა ქარელმა და კასპმა გაიყო.
კაკაბეთი. საქართველოს ღია პირველობის მორიგი ეტაპი ქართულ ჭიდაობაში
60 კგ.
1) რამაზ გუგულაშვილი/კასპი/
2) გიგი მუმლაძე/ლაგოდეხი/
3) იოსებ ცერცვაზ/ქარელი/
70 კგ.
1) გოჩა ვარძელაშვილი/ქარელი/
2) ზვიად ოდოშაშვილი/კასპი/
3) გიგა ბერიაშვილი/კასპი/
80 კგ.
1) ჯაბა ბიწაძე/ლაგოდეხი/
2) ზვიად კაპანაძე/ქარელი/
3) კობა მჭედლიშვილი/საგარეჯო/
90 კგ.
1) პაატა ღვინიაშვილი/ქარელი/
2) თემურ ხაჩიძ/საგარეჯო/
3) სოსო იარაჯული/მანგლისი/
90+/მძიმე/კგ
1) ბექა ბერძენიშვილი/კასპი/
2) გიორგი ქავთარაძე/ნორიო/
3) ჯამბულ მჭედლიშვილი/საგარეჯო/