ჭადრაკი

22:02 | 30.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქარსელაძის მემორიალი დასრულდა

დასრულდა გამოჩენილი მწვრთნელის, ვახტანგ ქარსელაძის გუნდური მემორიალი მოზარდთა შორის, რომელსაც თბილისის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.
ასპარეზობა ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში (8, 10, 12, 14-წლიანებში) ჩატარდა.
მემორიალში 66 გუნდი მონაწილეობდა. თითოეულში 3 ბიჭი და ერთი გოგონა ასპარეზობდა.
8-წლიანებში, 7 შესაძლებლობიდან ქულათა მაქსიმუმით პირველობა არავის დაუთმო “პეგასმა” (მწვრთნელი მზია წერეთელი, გუნდის წევრები: ანასტასია სიდამონიძე, ლუკა ობოლაძე, ანტონ ნადირაძე, ტატო ცაგარეიშვილი).
10-წლამდელთა შორის, თანაბარი ქულები ნტნ-მა და “პეგასმა” დააგროვეს. უკეთესი კოეფიციენტით, პირველი ადგილი დავით გურგენიძის გუნდს, ნტნ-ს (მარიამ წამალაშვილი, კოკა ბუკია, თამაზ კიკნაველიძე, კობა ჩოქური) ერგო.
12-წლიანებში, პირველ ადგილი გიორგი ხომერიკის “ამომავალმა ვარსკვლავმა-2”-მა (ნინო ხომერიკი, გიორგი საბაშვილი, ალექსანდრე ბიბილაშვილი, გიორგი იოსელიანი) მოიპოვა.
14-წლიანთა ასპარეზობა გივი გოგიჩაიშვილის გუნდის - “გაიოზ-ლუკას” (დეა გოგიშვილი, ირაკლი ბერაძე, რატი ცომაია, გიორგი ბოსიკაშვილი) გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 8-წლიანების ჩემპიონ “პეგასის” მსგავსად, ყველა შეხვედრა მოიგო და ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.
გთავაზობთ პრიზიორთა ვინაობას ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით:
8-წლიანები
- 1. ”პეგასი”, 2. “ამომავალი ვარსკვლავი”, 3. “ნუგერი”
10-წლიანები - 1. ნტნ, 2. “პეგასი”, 3. “აისი”
12-წლიანები - 1. ”ამომავალი ვარსკვლავი”, 2. “აისი”, 3. “არწივი”
14-წლიანები - 1. ”გაიოზ-ლუკა”, 2. “კომაროვი”, 3. “ანდრია”

 

როლანდ ლაბუჩიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165833