თამაშგარე

11:14 | 3.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქალი, რომელიც სილამაზეს გაურბის...

ცნობილი ამბავია, რომ თითქოს ყველა ქალი ოცნებობს სავსე მკერდზე და სხეულის ლამაზ ფორმებზე. ანუ, ისეთ სილამაზეზე, რომლის გამოც მამაკაცებს ქალები მოსწონთ და რომლისთვისაც ხშირად ნახავთ მამაკაცთა ამღვრეულ თვალებს.

თუმცა, ყველა ქალი ასე როდი ფიქრობს... მაგალითად, ინგლისური საფეხბურთო კლუბის, “ბრისტოლ სიტის“ ფეხბურთელის, ტომ უილიამსის მშვენიერი მეუღლე ნიკოლ მაკლინი ირწმუნება, რომ მამაკაცების მხრიდან ყურადღებამ ძალიან დაღალა და ნერვები ეშლება, როდესაც ყველა მის მკერდზეა მიჩერებული.

ნიკოლ მაკლინის თქმით, მას ძალიან უნდა, რომ სექსუალური ქალის იმიჯი შეიცვალოს და ადამიანებმა მისი ინტელექტი და ნიჭიც დააფასონ. ფეხბურთელის ცოლი ამიერიდან საფუძვლიანი განათლების მიღებას და წიგნების კითხვას იწყებს, რასაც ბრიტანელი ჟურნალისტების მხრიდან დიდი ქირქილი და ხითხითი მოჰყვა... 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091434